შანაი ბრუკის მკვლელს 20 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
მოკლულის ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვდა.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 წლის შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი, რომელიც ბათუმში ინგლისურ ენას ასწავლიდა, თბილისში 2021 წლის 30 ივლისს მოკლეს მთაწმინდის ფერდობზე, სადაც ის სასეირნოდ იყო წასული. მისი ცხედარი მეორეს დღეს იპოვეს.
პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავა. მას ბრალი წარედგინა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით), რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა მოკლულის ძმა ტაისონ ედვარდსი, რომელიც სასამართლოზე დასასწრებად ლონდონიდან სპეციალურად ჩამოვიდა, ასევე ავსტრალიის კონსული. მოკლულის ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დასრულდა: შედეგები
ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა. მან დანაშაული აღიარა და მოკლულის ოჯახს ბოდიში მოუხადა.
შანაი ბრუკი ინგლისურ ენას დისტანციურად ასწავლიდა და გარკვეული დროის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. ბოლოს ის 30 ივლისს, დღისით ნახეს, როდესაც ის მთაწმინდის ფერდობზე სასეირნოდ წავიდა.
დაღუპვამდე გოგონა თავის მეგობარს დაუკავშირდა აშშ-ში. მათი საუბრის დასრულების შემდეგ ცოტა ხანში შანაი ბრუკმა ისევ დაურეკა მეგობარს და როცა მან უპასუხა, გაიგონა ყვირილი და თხოვნა, რომ მისთვის თავი დაენებებინათ. ამის შემდეგ კავშირი გაწყდა. ბრუკის მეგობარმა საერთო ნაცნობებს დაურეკა თბილისში და განგაში ატეხა.
ყველა ახალი ამბავი
0