საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

© AFP 2024 / TOBIAS SCHWARZ Internationale Tourismus Boerse, ITB
 Internationale Tourismus Boerse, ITB - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
2022 წლის ITB Berlin-ის გამოფენაზე 60-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურისტული ბირჟის (ITB Berlin) გამოფენაში, რომელიც ბერლინში იმართება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კორონავირუსის პანდემიის გამო წელს გამოფენა ონლაინ–ფორმატში ტარდება. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე საქართველოს კულტურის მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული.
2022 წლის ITB Berlin-ის გამოფენაზე 60-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი.
ონლაინ-გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ღონისძიების მონაწილეებს გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით მიმართეს.
საქართველო 2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
ITB Berlin – უმნიშვნელოვანესი ტურისტული ფორუმია. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება გერმანიის დედაქალაქში, უდიდესი საგამოფენო კომპლექსის „მესებერლინის“ ტერიტორიაზე. გამოფენის სტენდებსა და დარბაზებში წარმოდგენილი არიან ტურისტული ოპერატორები, დაჯავშნის სისტემები, ავიაკომპანიები, სასტუმროები, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ობიექტები, ავტოტრანსპორტის დაქირავებისა და სხვა ტურისტული სერვისები.
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0