https://sputnik-georgia.com/20220309/ramdenit-gaufasurda-lari-265082897.html
რამდენით გაუფასურდა და რა ნიშნულამდე დაეცემა ლარი?
რამდენით გაუფასურდა და რა ნიშნულამდე დაეცემა ლარი?
Sputnik საქართველო
ეროვნული ვალუტა მესამე კვირაა უფასურდება... გასული კვირის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის შვიდი პროცენტით გაუფასურდა. მთავრობა ლარის კურსის მკვეთრი... 09.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-09T11:55+0400
2022-03-09T11:55+0400
2022-03-09T16:48+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264840873_0:9:3000:1697_1920x0_80_0_0_ab12f9c109d089eb2d430a9565c590b5.jpg
არც ახალია და არც მოულოდნელი – საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სპეციალისტთა თუ ექსპერტ-ანალიტიკოსთა მთავარი საფიქრალი კვლავაც ეროვნული ვალუტაა. არ არის საშველი! − ბრძანებს მკითხველი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეროვნული ვალუტა გასული წლის მეორე კვარტლიდან დაწყებული ერთხანს ნელი, შემდეგ საშუალო, ნაახალწლევს კი საკმაოდ სწრაფი ტემპით მყარდებოდა და ამერიკული დოლარის მიმართ სამიან ნიშნულსაც კი ჩამოსცდა. გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდებოდა. მერე რა მოხდა? − ჩამეძიება მკითხველი და ხატოვნად ვიტყვი: მერე აღმართზე მიმავალ ლარს გზაში ქვა წამოეწია!რუსეთ–უკრაინის სამხედრო კონფლიქტის გამო რეგიონში შექმნილი მდგომარეობა ეროვნული ვალუტის კურსზე მყისიერად აისახა. 22 თებერვლიდან მოყოლებული ლარი პოზიციებს ყოველდღიურად თმობს და უკვე მესამე კვირაა, რაც მასშტაბურად უფასურდება. გასული კვირის განმავლობაში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 6,76 პროცენტით გაუფასურდა, წლის დასაწყისიდან 7 მარტის ჩათვლით კი ამავე ვალუტასთან მიმართებით ლარის გაუფასურების კოეფიციენტმა თითქმის 9 პროცენტი შეადგინა. აქვე უნდა ითქვას, რომ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის გასულ კვირაში უკრაინული გრივნა ბლუმბერგის პლატფორმაზე არ ივაჭრებოდა, ხოლო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უპირველესად რუსული კომპანიების აქციების ფასებსა და რუბლის კურსზე აისახა. გასული კვირის განმავლობაში რუსული რუბლი 45,22 პროცენტით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან ამერიკული დოლარის მიმართ რუბლის გაცვლითი კურსის გაუფასურების კოეფიციენტი 63,08 პროცენტს გაუტოლდა. გასაკვირი არ არის, რომ რუბლმა მიმდინარე კვირაც გაუფასურებით დაიწყო. ამავე პერიოდში სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებიც გაუფასურდა. კერძოდ, სომხური დრამი ამერიკული დოლარის მიმართ 5,89 პროცენტით გაუფასურდა, ევრო − 3,18 პროცენტით, ხოლო თურქულმა ლირამ პოზიციები 3,04 პროცენტით დათმო. რუსეთ–უკრაინის სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან პირველი ერთი კვირის განმავლობაში შერჩეულ ვალუტებს შორის ერთადერთი იაპონური იენა გამყარდა და ისიც უმნიშვნელოდ − 0,10 პროცენტით.ყველამ თავის სნეულს მიხედოსო − მიმანიშნებს მკითხველი და მართალიც იქნება. ასე რომ, ლარის თავგადასავალს დავუბრუნდები. დარწმუნებული ვარ, მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ვალუტისთვის იღბლიანი არც ამ კვირის დასაწყისი გამოდგა. ორშაბათს ლარი ამერიკული დოლარის მიმართ კიდევ 12,47 თეთრით გაუფასურდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 3,3991 ლარი შეადგინა. ბლუმბერგის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს ამერიკული დოლარი 3,4300 ლარი ღირდა.რამ განაპირობა ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება? რა თქმა უნდა, სამხედრო კონფლიქტმა შუაგულ ევროპაში, რომლის მონაწილენი ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან − ბრძანებს მკითხველი. არგუმენტი მყარია, არ არის საკამათო. საინტერესოა, როგორია მთავრობის წარმომადგენელთა მოსაზრება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ლარის კურსზე გავლენას ემოციური ფაქტორი ახდენს და რაიმე ობიექტური მიზეზი არ არსებობს.„ეს ემოციური ფონია, რომელიც ეკონომიკაში გადადის. სიმშვიდე და პრაგმატულობა ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით, სწორი ნაბიჯების გადადგმა – ერთადერთია, რომ ვალუტის კურსი შევინარჩუნოთ. დღეს ლარის გაუფასურების ობიექტური ფაქტორები არ არსებობს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია. დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად, მათ შორის მთლიანად საზოგადოება, რადგან ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები ან მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, მოვახერხებთ, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულ ნახავს. მერყეობა დასტაბილურდება, ეროვნული ვალუტის კურსი მშვიდ რეჟიმში იქნება“, − განაცხადა ლევან დავითაშვილმა.საინტერესო მოსაზრებას აქვეყნებს ანალიტიკოსი ლადო პაპავა, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, მათ შორის, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად ჩამოსვლას უკავშირებს.„რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ბანკომატებიდან, ბანკებიდან გააქვთ ფული, რაც უკვე აისახა ეროვნული ვალუტის კურსზე. ლარი უფასურდება. ერთ-ერთი მიზეზი კი საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე არაპროგნოზირებადი გაზრდილი მოთხოვნაა. ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი სახის სავალუტო ოპერაციების შეზღუდვის მიზნით“, − განაცხადა ლადო პაპავამ.ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრ გაუფასურებას საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია გამოეხმაურა. კერძოდ, უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება, საამისოდ კი სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი უნდა გააქტიურდეს და ვაჭრობის პროცესში ჩაერთოს. ბიზნეს-ასოციაციაში მკაფიოდ აღნიშნავენ, რომ კერძო სექტორისთვის ლარის გაცვლითი კურსი და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი, მგძნობიარე საკითხია.„ცხადია, რომ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გაცვლითი კურსების ვარდნა, დაწესებული სანქციები, ექსპორტის სავარაუდო შემცირება თუ სხვა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს ლარისთვის. თუმცა, არსებულის ფონზე ასევე ადგილი აქვს ე.წ. ნეგატიურ მოლოდინებს, რაც კიდევ მეტად აძლიერებს დღეს არსებულ შოკებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბაზრის მონაწილეთა დამშვიდება, რაც არსებულ ვითარებაში მხოლოდ სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის საკმარისი ოდენობის დროული მიწოდებით არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს გონივრულად და აქტიურად ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე. ეროვნული ბანკი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მაქსიმალურად აგვარიდოს თავიდან ლარის გაუფასურება, რაც ისედაც ესოდენ რთულ ვითარებაში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მომხმარებლებს, კომპანიებსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – ნათქვამია ბიზნეს-ასოციაციის განცხადებაში.ერთი სიტყვით, ბიზნეს-ასოციაცია კობა გვენეტაძის უწყებას სავალუტო ბაზარზე ინტერვენციისკენ, კერძოდ, დოლარის გაყიდვისკენ მოუწოდებს. როგორი იქნება ეროვნული ბანკის რეაქცია, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი თვალი გადავავლოთ სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების დინამიკას.გასული წლის 30 სექტემბრის შემდეგ კობა გვენეტაძის უწყებას საფინანსო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია. გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ჯამში სულ 332,9 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა, ხოლო უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. ანალიტიკოსთა შეფასებით, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი წინა წელთან შედარებით პასიური იყო. 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს 873,2 მილიონი ამერიკული დოლარი მიაწოდა. კიდევ ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 165,0 მილიონი დოლარი იყო.და, ბოლოს, რაც იყო, იყო... რაც არის, არის... მთავარია, რა იქნება? აი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კი, როგორც არასდროს, ძნელია. თუმცა, „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსთა ჯგუფი რუსეთ–უკრაინის სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე სავარაუდო გავლენის გაანალიზებისას აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ შესაძლოა პიკს უკვე მიაღწია. კი, მაგრამ არგუმენტები? − ჩამეძიება მკითხველი. ამ საკითხს უახლოეს დღეებში დავუბრუნდები...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20220304/kreditis-gacemis-wesi-icvleba-264957200.html
https://sputnik-georgia.com/20220216/ratom-dauxrucha-larma-264503081.html
https://sputnik-georgia.com/20220208/ra-vadit-gamyarda-lari-264251675.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264840873_504:0:2767:1697_1920x0_80_0_0_590e57b1b37254083bedb60765a67f6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
რამდენით გაუფასურდა და რა ნიშნულამდე დაეცემა ლარი?
11:55 09.03.2022 (განახლებულია: 16:48 09.03.2022) ეროვნული ვალუტა მესამე კვირაა უფასურდება... გასული კვირის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის შვიდი პროცენტით გაუფასურდა. მთავრობა ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფაქტორებს ვერ ხედავს და ემოციურ ფონზე მიანიშნებს.
არც ახალია და არც მოულოდნელი – საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სპეციალისტთა თუ ექსპერტ-ანალიტიკოსთა მთავარი საფიქრალი კვლავაც ეროვნული ვალუტაა. არ არის საშველი! − ბრძანებს მკითხველი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეროვნული ვალუტა გასული წლის მეორე კვარტლიდან დაწყებული ერთხანს ნელი, შემდეგ საშუალო, ნაახალწლევს კი საკმაოდ სწრაფი ტემპით მყარდებოდა და ამერიკული დოლარის მიმართ სამიან ნიშნულსაც კი ჩამოსცდა. გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდებოდა. მერე რა მოხდა? − ჩამეძიება მკითხველი და ხატოვნად ვიტყვი: მერე აღმართზე მიმავალ ლარს გზაში ქვა წამოეწია!
რუსეთ–უკრაინის სამხედრო კონფლიქტის გამო რეგიონში შექმნილი მდგომარეობა ეროვნული ვალუტის კურსზე მყისიერად აისახა. 22 თებერვლიდან მოყოლებული ლარი პოზიციებს ყოველდღიურად თმობს და უკვე მესამე კვირაა, რაც მასშტაბურად უფასურდება. გასული კვირის განმავლობაში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 6,76 პროცენტით გაუფასურდა, წლის დასაწყისიდან 7 მარტის ჩათვლით კი ამავე ვალუტასთან მიმართებით ლარის გაუფასურების კოეფიციენტმა თითქმის 9 პროცენტი შეადგინა. აქვე უნდა ითქვას, რომ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის გასულ კვირაში უკრაინული გრივნა ბლუმბერგის პლატფორმაზე არ ივაჭრებოდა, ხოლო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უპირველესად რუსული კომპანიების აქციების ფასებსა და რუბლის კურსზე აისახა. გასული კვირის განმავლობაში რუსული რუბლი 45,22 პროცენტით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან ამერიკული დოლარის მიმართ რუბლის გაცვლითი კურსის გაუფასურების კოეფიციენტი 63,08 პროცენტს გაუტოლდა. გასაკვირი არ არის, რომ რუბლმა მიმდინარე კვირაც გაუფასურებით დაიწყო. ამავე პერიოდში სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებიც გაუფასურდა. კერძოდ, სომხური დრამი ამერიკული დოლარის მიმართ 5,89 პროცენტით გაუფასურდა, ევრო − 3,18 პროცენტით, ხოლო თურქულმა ლირამ პოზიციები 3,04 პროცენტით დათმო. რუსეთ–უკრაინის სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან პირველი ერთი კვირის განმავლობაში შერჩეულ ვალუტებს შორის ერთადერთი იაპონური იენა გამყარდა და ისიც უმნიშვნელოდ − 0,10 პროცენტით.
ყველამ თავის სნეულს მიხედოსო − მიმანიშნებს მკითხველი და მართალიც იქნება. ასე რომ, ლარის თავგადასავალს დავუბრუნდები. დარწმუნებული ვარ, მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ვალუტისთვის იღბლიანი არც ამ კვირის დასაწყისი გამოდგა. ორშაბათს ლარი ამერიკული დოლარის მიმართ კიდევ 12,47 თეთრით გაუფასურდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 3,3991 ლარი შეადგინა. ბლუმბერგის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს ამერიკული დოლარი 3,4300 ლარი ღირდა.
რამ განაპირობა ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება? რა თქმა უნდა, სამხედრო კონფლიქტმა შუაგულ ევროპაში, რომლის მონაწილენი ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან − ბრძანებს მკითხველი. არგუმენტი მყარია, არ არის საკამათო. საინტერესოა, როგორია მთავრობის წარმომადგენელთა მოსაზრება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ლარის კურსზე გავლენას ემოციური ფაქტორი ახდენს და რაიმე ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
„ეს ემოციური ფონია, რომელიც ეკონომიკაში გადადის. სიმშვიდე და პრაგმატულობა ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით, სწორი ნაბიჯების გადადგმა – ერთადერთია, რომ ვალუტის კურსი შევინარჩუნოთ. დღეს ლარის გაუფასურების ობიექტური ფაქტორები არ არსებობს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია. დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად, მათ შორის მთლიანად საზოგადოება, რადგან ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები ან მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, მოვახერხებთ, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულ ნახავს. მერყეობა დასტაბილურდება, ეროვნული ვალუტის კურსი მშვიდ რეჟიმში იქნება“, − განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საინტერესო მოსაზრებას აქვეყნებს ანალიტიკოსი ლადო პაპავა, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, მათ შორის, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად ჩამოსვლას უკავშირებს.
„რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ბანკომატებიდან, ბანკებიდან გააქვთ ფული, რაც უკვე აისახა ეროვნული ვალუტის კურსზე. ლარი უფასურდება. ერთ-ერთი მიზეზი კი საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე არაპროგნოზირებადი გაზრდილი მოთხოვნაა. ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი სახის სავალუტო ოპერაციების შეზღუდვის მიზნით“, − განაცხადა ლადო პაპავამ.
ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრ გაუფასურებას საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია გამოეხმაურა. კერძოდ, უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება, საამისოდ კი სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი უნდა გააქტიურდეს და ვაჭრობის პროცესში ჩაერთოს. ბიზნეს-ასოციაციაში მკაფიოდ აღნიშნავენ, რომ კერძო სექტორისთვის ლარის გაცვლითი კურსი და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი, მგძნობიარე საკითხია.
„ცხადია, რომ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გაცვლითი კურსების ვარდნა, დაწესებული სანქციები, ექსპორტის სავარაუდო შემცირება თუ სხვა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს ლარისთვის. თუმცა, არსებულის ფონზე ასევე ადგილი აქვს ე.წ. ნეგატიურ მოლოდინებს, რაც კიდევ მეტად აძლიერებს დღეს არსებულ შოკებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბაზრის მონაწილეთა დამშვიდება, რაც არსებულ ვითარებაში მხოლოდ სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის საკმარისი ოდენობის დროული მიწოდებით არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს გონივრულად და აქტიურად ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე. ეროვნული ბანკი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მაქსიმალურად აგვარიდოს თავიდან ლარის გაუფასურება, რაც ისედაც ესოდენ რთულ ვითარებაში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მომხმარებლებს, კომპანიებსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – ნათქვამია ბიზნეს-ასოციაციის განცხადებაში.
ერთი სიტყვით, ბიზნეს-ასოციაცია კობა გვენეტაძის უწყებას სავალუტო ბაზარზე ინტერვენციისკენ, კერძოდ, დოლარის გაყიდვისკენ მოუწოდებს. როგორი იქნება ეროვნული ბანკის რეაქცია, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი თვალი გადავავლოთ სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების დინამიკას.
გასული წლის 30 სექტემბრის შემდეგ კობა გვენეტაძის უწყებას საფინანსო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია. გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ჯამში სულ 332,9 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა, ხოლო უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. ანალიტიკოსთა შეფასებით, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი წინა წელთან შედარებით პასიური იყო. 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს 873,2 მილიონი ამერიკული დოლარი მიაწოდა. კიდევ ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 165,0 მილიონი დოლარი იყო.
და, ბოლოს, რაც იყო, იყო... რაც არის, არის... მთავარია, რა იქნება? აი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კი, როგორც არასდროს, ძნელია. თუმცა, „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსთა ჯგუფი რუსეთ–უკრაინის სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე სავარაუდო გავლენის გაანალიზებისას აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ შესაძლოა პიკს უკვე მიაღწია. კი, მაგრამ არგუმენტები? − ჩამეძიება მკითხველი. ამ საკითხს უახლოეს დღეებში დავუბრუნდები...