Georgian Airways-ის ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება

© photo: Sputnik / StringerAirZena - Georgian Airways
AirZena - Georgian Airways - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს ავიაგადამზიდი კომპანია Georgian Airways-ის ოფისთან, რომელმაც საგადასახადო სისტემაში რუსული საგადასახადო სისტემა Мир-ის ციფრული ბარათი დაამატა, საპროტესტო აქცია იმართება.

Georgian Airways-მა რუსული Мир-ის ბარათი საკუთარ სისტემაში 7 მარტს დაამატა. მალე მასმედიაში კომპანიის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც გაიაშვილი აცხადებს, რომ ის არ გეგმავს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს შეუერთდეს და რომ მისთვის მთავარია ბილეთები გაიყიდოს და მნიშვნელობა არ აქვს რა გზით.

ამ წუთებში კომპანიის სათავო ოფისთან 2 ათასამდე ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ქართული ავიაკომპანიის პრორუსულ პოზიციას აპროტესტებენ.
Georgian Airways-ის წინამორბედი ავიაკომპანია Airzena 1993 წლის სექტემბერში შეიქმნა, 1999 წელს კი იგი საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა. 2004 წლის აგვისტოში ავიაკომპანიას „Georgian Airways — საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.
იანვარში ავიაგადამზიდი გასაყიდად გაიტანეს და კომპანიამ გაკოტრების პროცედურა დაიწყო.
6 მარტს საერთაშორისო სისტემებმა Visa და Mastercard რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით რუსულმა „ალფა-ბანკმა“ განაცხადა, რომ ეს ბარათები გააგრძელებენ მუშაობას იქ, სადაც მიიღება რუსული საგადახდო სისტემა Mir-ის ბარათი. ეს ქვეყნებია თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ვიეტნამი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი


 - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
რამდენად მასობრივად ხდება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა?
გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს VISA და Mastercard-ის ბარათები, რომლებიც სხვა ქვეყნებშია გაცემული. ეს ეხება ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, უამრავმა მსოფლიო ბრენდმა უკვე დატოვა რუსეთის ბაზარი.
ყველა ახალი ამბავი
0