ექსპერტი უკრაინის ირგვლივ ვითარებაზე: „საქართველოს მთავრობას ჯერ შეცდომა არ დაუშვია“

© photo: Sputnik / Stringerპეტრე მამრაძე
პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
ექსპერტმა მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მოვლენები და საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები შეაფასა.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ირგვლივ არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში ჯერ შეცდომები არ დაუშვია, მიიჩნევს საქართველოს სტრატეგიისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ექსპერტი პეტრე მამრაძე.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ თბილისი რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება, რადგანაც ეს საქართველოს უფრო მეტად დააზარალებს.

„მადლობა ღმერთს, მთავრობას ჯერ შეცდომა არ დაუშვია, და მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმა მისცა რუსეთის ქმედების დაგმობას და ეს საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით, გააკეთეს მხოლოდ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ“, – განაცხადა მამრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, სომხეთმა თავი შეიკავა, აზერბაიჯანმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა, ასევე ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანამ ან თავი შეიკავა, ან არ მიიღო მონაწილეობა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ახალი მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
ყველა ახალი ამბავი
0