https://sputnik-georgia.com/20220308/rogor-shevinarchunot-stabiluri-epidvitareba-265066588.html
როგორ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარება? სპეციალისტების რეკომენდაციები
როგორ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარება? სპეციალისტების რეკომენდაციები
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული. 08.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-08T16:41+0400
2022-03-08T16:41+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264696887_231:684:2655:2047_1920x0_80_0_0_db4d96cb2e8318c7a9a9cdbc6b6d57ad.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ქართველი მედიკოსები მოსახლეობას ისევ მოუწოდებენ, დაიცვან რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შენარჩუნდეს.საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა გადალახა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 2.783 შემთხვევა გამოვლინდა. თებერვალში კი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 25-26 ათასის ფარგლებში მერყეობდა.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.„ინფიცირებულთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება ორ მაჩვენებელზე – რამდენად დავიცავთ ჩვენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და რამდენად სტაბილური იქნება ვაქცინაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა ჩხაიძემ. კორონავირუსის მეექვსე ტალღა და „ომიკრონ“ შტამი ყველაზე ვერაგი აღმოჩნდა. „ომიკრონმა“, რომელიც წინა შტამებისგან განსხვავებით ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია და პიკს თებერვალში მიაღწია.თუმცა, თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში შემთხვევების ეტაპობრივი კლება დაიწყო.სპეციალისტების თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება ყველა პარამეტრით უმჯობესდება. შედარებით მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – დღეში 25-30 შემთხვევა.საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 1.629.065 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1.568.064 ადამიანი, გარდაიცვალა 16.430 პირი.
https://sputnik-georgia.com/20220302/koronavirusze-naklebad-icrebian-cxaize-264915813.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264696887_384:546:2385:2047_1920x0_80_0_0_8c625d2cca81846cf051bc07fb216406.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
როგორ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარება? სპეციალისტების რეკომენდაციები
16:41 08.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ქართველი მედიკოსები მოსახლეობას ისევ მოუწოდებენ, დაიცვან რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შენარჩუნდეს.
საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა გადალახა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 2.783 შემთხვევა გამოვლინდა. თებერვალში კი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 25-26 ათასის ფარგლებში მერყეობდა.
„მთლიანობაში ჰოსპიტალური სექტორისთვის მიმართვიანობა საკმაოდ შემცირდა... ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება“, – განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა, თერაპევტმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
„ინფიცირებულთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება ორ მაჩვენებელზე – რამდენად დავიცავთ ჩვენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და რამდენად სტაბილური იქნება ვაქცინაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
კორონავირუსის მეექვსე ტალღა და „ომიკრონ“ შტამი ყველაზე ვერაგი აღმოჩნდა. „ომიკრონმა“, რომელიც წინა შტამებისგან განსხვავებით ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია და პიკს თებერვალში მიაღწია.
თუმცა, თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში შემთხვევების ეტაპობრივი კლება დაიწყო.
სპეციალისტების თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება ყველა პარამეტრით უმჯობესდება. შედარებით მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – დღეში 25-30 შემთხვევა.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 1.629.065 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1.568.064 ადამიანი, გარდაიცვალა 16.430 პირი.