შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Lev Ustinov / გადასვლა მედიაბანკშიყვავილის თაიგული
ყვავილის თაიგული - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. დღევანდელი ღონისძიება არის სიმბოლური გამოხატულება იმ მხარდაჭერისა, რომელსაც საქართველო იჩენს უკრაინასთან მიმართებით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„ემოციურად ამაღელვებელი დღეა. გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი დღესასწაული – 8 მარტი საქართველოში მყოფი უკრაინელი ქალებისთვის მაქსიმალურად გაგველამაზებინა და გვეჩუქებინა მათთვის ლამაზი წუთები. ვეცადეთ, რომ კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა და გამოგვეხატა ჩვენი მეგობარი ერისთვის გვერდში დგომა როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად შეწყვეტილი საჰაერო ფრენების გამო საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათი სასტუმროებში განთავსება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად – კახა კალაძე დახმარების პუნქტში იმყოფებოდა
26 თებერვალს პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარა.
ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსებაც, „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ამანათების უსასყიდლოდ გაგზავნა და ა.შ. ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება საპატრიარქოს ორგანიზებითაც მიმდინარეობს. დახმარების შეგროვებაში სხვადასხვა ორგანიზაციები თუ უბრალო მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ.
ყველა ახალი ამბავი
0