https://sputnik-georgia.com/20220308/ilia-meore-guja-burdulis-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-265065035.html
თბილი და ბავშვივით გულწრფელი – ილია მეორე ელგუჯა ბურდულზე
თბილი და ბავშვივით გულწრფელი – ილია მეორე ელგუჯა ბურდულზე
Sputnik საქართველო
დღეს სიონის საკათედრო ტაძარში ელგუჯა ბურდულის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. უკანასკნელ გზაზე ლეგენდარული მსახიობი მთავრობის წარმომადგენლებმა, კოლეგებმა და... 08.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-08T15:13+0400
2022-03-08T15:13+0400
2022-03-08T21:11+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_0:104:1512:956_1920x0_80_0_0_939ce543edc0b5a9302b9a2f71b26305.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. დღეს ვემშვიდობებით ყველასთვის საყვარელ პიროვნებას, გამორჩეულ ქართველს, ლომისის ერთგულ ყმას, სიონის საკათედრო ტაძრის ძველ სტიქაროსანს, თბილსა და ბავშვივით გულწრფელ ელგუჯა (გუჯა) ბურდულს, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.ფილმ „უძინართა მზის“ ვარსკვლავი, ცნობილი ქართველი მსახიობი ელგუჯა ბურდული 80 წლის ასაკში კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად 5 მარტს გარდაიცვალა.მსახიობი კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 18 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც მაშინ მისმა ვაჟმა ლადო ბურდულმა განაცხადა, მას ფილტვების ანთება განუვითარდა. გუჯა ბურდული „საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის 2000 წელს დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით. 2021 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1991 წლიდან სიონის ტაძრის სტიქაროსანი იყო.
https://sputnik-georgia.com/20220305/premier-ministri-elguja-burdulis-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-264998066.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_239:106:1441:1008_1920x0_80_0_0_6d47ee1aa46dee58fa52a953ca767b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილი და ბავშვივით გულწრფელი – ილია მეორე ელგუჯა ბურდულზე
15:13 08.03.2022 (განახლებულია: 21:11 08.03.2022) დღეს სიონის საკათედრო ტაძარში ელგუჯა ბურდულის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. უკანასკნელ გზაზე ლეგენდარული მსახიობი მთავრობის წარმომადგენლებმა, კოლეგებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გააცილეს.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. დღეს ვემშვიდობებით ყველასთვის საყვარელ პიროვნებას, გამორჩეულ ქართველს, ლომისის ერთგულ ყმას, სიონის საკათედრო ტაძრის ძველ სტიქაროსანს, თბილსა და ბავშვივით გულწრფელ ელგუჯა (გუჯა) ბურდულს, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ფილმ „უძინართა მზის“ ვარსკვლავი, ცნობილი ქართველი მსახიობი ელგუჯა ბურდული 80 წლის ასაკში კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად 5 მარტს გარდაიცვალა.
„აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და ბატონ ელგუჯასთვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მსახიობი კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 18 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც მაშინ მისმა ვაჟმა ლადო ბურდულმა განაცხადა, მას ფილტვების ანთება განუვითარდა.
გუჯა ბურდული „საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის 2000 წელს დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით. 2021 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1991 წლიდან სიონის ტაძრის სტიქაროსანი იყო.