https://sputnik-georgia.com/20220305/premier-ministri-elguja-burdulis-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-264998066.html
პრემიერ-მინისტრი ელგუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერ-მინისტრი ელგუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
ელგუჯა ბურდული კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად დღეს გარდაიცვალა.
2022-03-05T20:53+0400
2022-03-05T20:53+0400
2022-03-05T20:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263438672_0:47:1280:768_1920x0_80_0_0_8c782e842eb0069f42d82487a8fd681a.jpg
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობის ელგუჯა (გუჯა) ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.ფილმ „უძინართა მზის“ ვარსკვლავი, ცნობილი ქართველი მსახიობი ელგუჯა ბურდული 80 წლის ასაკში კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად დღეს გარდაიცვალა.მსახიობი კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 18 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც მაშინ მისმა ვაჟმა ლადო ბურდულმა განაცხადა, მას ფილტვების ანთება განუვითარდა.აღსანიშნავია, რომ ელგუჯა ბურდული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ იყო აცრილი.„საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის 2000 წელს დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით. 2021 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1991 წლიდან სიონის ტაძრის სტიქაროსანი იყო.წყარო - საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263438672_15:0:1280:949_1920x0_80_0_0_dc5a93ff5463e036fb31adee1f6c17a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრემიერი გუჯა ბურდული გარდაცვალება მწუხარება
პრემიერი გუჯა ბურდული გარდაცვალება მწუხარება
პრემიერ-მინისტრი ელგუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ელგუჯა ბურდული კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად დღეს გარდაიცვალა.
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობის ელგუჯა (გუჯა) ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ფილმ „უძინართა მზის“ ვარსკვლავი, ცნობილი ქართველი მსახიობი ელგუჯა ბურდული 80 წლის ასაკში კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად დღეს გარდაიცვალა.
„მან ღირსება, ვაჟკაცობა და თავმდაბლობა თავის გმირებში განასახიერა და ისეთი დაუვიწყარი სახეები შექმნა, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურეს. ვუსამძიმრებ გუჯა ბურდულის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს ასეთი დიდი დანაკარგის გამო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მსახიობი კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 18 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც მაშინ მისმა ვაჟმა ლადო ბურდულმა განაცხადა, მას ფილტვების ანთება განუვითარდა.
აღსანიშნავია, რომ ელგუჯა ბურდული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ იყო აცრილი.
„საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის 2000 წელს დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით. 2021 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1991 წლიდან სიონის ტაძრის სტიქაროსანი იყო.