თვის ბოლომდე ქვეყანაში pfizer-ის ვაქცინის ახალი პარტია შემოვა

© AP Photo / Aaron FavilaPfizer
Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატ Pfizer-ის პირველი პარტია საქართველოში ერთი წლის წინ შემოვიდა.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. მარტის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინების ახალი პარტია შემოვა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში გასული წლის 25 მარტს შემოვიდა, პრეპარატით ვაქცინაცია კი 2021 წლის 30 მარტს დაიწყო.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, „ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია, რაზეც ჰოსპიტალიზაციის მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელი მიუთითებს.
„დღეს ინფიცირების შემთხვევები უკვე 1.000-ზე ნაკლები გვქონდა. შემცირების ტემპი ისევ გაგრძელდება“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის კლება ტესტირების შემცირებასთან კავშირში არ არის და ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად აკვირდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელსაც, რომელიც „ყოველდღე მცირდება“.

„თუ თებერვლის შუა რიცხვებში გვქონდა 6.000-მდე ათვისებული საწოლი ჰოსპიტალში. დღეს უკვე 2.000-მდე ჩამოვედით, ესეც მკვეთრად მიუთითებს იმაზე, რომ ეს პიკი გადავლილია და ქვეყანა მიდის დამშვიდებისკენ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლებისა, მინისტრის თქმით, ქვეყანაში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 90,56%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. რეანიმაციაში განთავსებისა და კრიტიკული მოვლის საჭიროება კი, აუცრელ პირებთან შედარებით, 94,1%-ით ნაკლებია, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში, რომელიც თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 7 მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.826.144 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.248.841 ადამიანი, ეს 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 43,5%-ია.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 2021 წლის 15 მარტს დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, ხოლო Pfizer-ით – 30 მარტს.
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატ Pfizer-ის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში გასული წლის 25 მარტს შემოვიდა.
ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 2021 წლის 14 ივლისს, ხოლო აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა – 2021 წლის 24 ივლისს მივიღეთ. მოგვიანებით ქვეყანაში კიდევ შემოვიდა აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 1,6 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა – 16 ათასს.
ყველა ახალი ამბავი
0