https://sputnik-georgia.com/20220306/amiran-gamyrelize-saqartvelom-koronavirusis-piki-ukve-gadaiara-265016551.html
ამირან გამყრელიძე: საქართველომ კორონავირუსის პიკი უკვე გადალახა
ამირან გამყრელიძე: საქართველომ კორონავირუსის პიკი უკვე გადალახა
Sputnik საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს და რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვას
2022-03-06T17:28+0400
2022-03-06T17:28+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460177_0:0:1875:1055_1920x0_80_0_0_8d67e54789aadd5eb9d50c7891b93ff9.jpg
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე გადალახა, მიაჩნია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს.„მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. დღეს უკვე სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 ათასს ჩამოცდა, აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 ათასი, პიკზე გვქონდა 200 ათასზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს და რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვას: პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრების თავიდან აცილება, დისტანცია, ჰიგიენის დაცვა და აცრები, რაც ძალიან შემცირებულია.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მართალია შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ზღვარს ჯერ არ ჩამოცილებულა.„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, უნდა ველოდოთ, რომ მარტის განმავლობაში ეს ტენდენცია გაგრძელდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.ბიძინა კულუმბეგოვი ქუჩაში პირბადის ტარების საჭიროებას ვერ ხედავს >>საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.700-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.625.372-ს მიაღწია.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 17,76%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20,84% ხოლო 7 დღის მანძილზე – 17,49%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460177_104:0:1771:1250_1920x0_80_0_0_e6cc61235249145449698a58a5756306.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ამირან გამყრელიძე საქართველო კორონავირუსი პიკი
ამირან გამყრელიძე საქართველო კორონავირუსი პიკი
ამირან გამყრელიძე: საქართველომ კორონავირუსის პიკი უკვე გადალახა
17:28 06.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს და რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვას
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე გადალახა, მიაჩნია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს.
„მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. დღეს უკვე სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 ათასს ჩამოცდა, აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 ათასი, პიკზე გვქონდა 200 ათასზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს და რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვას: პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრების თავიდან აცილება, დისტანცია, ჰიგიენის დაცვა და აცრები, რაც ძალიან შემცირებულია.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუსტერიზირებულ მოსახლეობაში „ომიკრონის“ შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა გვაქვს, ვიდრე აუცრელებსა ან ორჯერ აცრილებში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მიმართეთ აცრის პუნქტებს და აიცერით“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მართალია შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ზღვარს ჯერ არ ჩამოცილებულა.
„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, უნდა ველოდოთ, რომ მარტის განმავლობაში ეს ტენდენცია გაგრძელდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.700-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.625.372-ს მიაღწია.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 17,76%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20,84% ხოლო 7 დღის მანძილზე – 17,49%.