Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბიძინა კულუმბეგოვი ქუჩაში პირბადის ტარების საჭიროებას ვერ ხედავს

© Facebook / Bidzina Kulumbegov ბიძინა კულუმბეგოვი
ბიძინა კულუმბეგოვი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2022
გამოწერა
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო ამ რეგულაციის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ უნდა იყოს, მიაჩნია ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს.
„გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება უნდა გაუქმდეს. თუ სურვილი აქვს ვინმეს არ დავუშალოთ 10 ცალი ერთად ატაროს, მაგრამ ჯარიმა თუ არ ატარებს არ უნდა არსებობდეს“, - დაწერა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში.
ამჟამად პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.
მიუხედავად იმისა რომ 1 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული მთელი რიგი შეზღუდვები გაუქმდა, საქართველოში კვლავ სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის გაუქმება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.700-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.625.372-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო - ბიძინა კულუმბეგოვის Facebook-გვერდი
ყველა ახალი ამბავი
0