„საქართველოს ბანკის“ ხუთპუნქტიანი ანკეტა: შეზღუდვები რუსებისა და ბელარუსებისთვის

© photo: Sputnik„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
გამოწერა
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. „საქართველოს ბანკმა“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ბანკში ანგარიშის გახსნა სურს, განსაკუთრებული წესები შემოიღეს.
„საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილებით, აღნიშნული ორი ქვეყნის მოქალაქეებს ანგარიშის გახსნამდე სპეციალურ ანკეტაზე მოუწევთ ხელის მოწერა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება და შეეხება რუსეთის მოქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში.
„საქართველოს ბანკის“ ხუთპუნქტიანი ანკეტა ასე გამოიყურება:
ვგმობ რუსულ აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში;
ვეთანხმები, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც 2008 წელს საქართველოში და 2014 და 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა;
ვეთანხმები და მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაღიარებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა;
ვეთანხმები, რომ არ გავაზიარებ რუსულ სახელმწიფო პროპაგანდას და ხელს შევუშლი მის გავრცელებას;
ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერი პუნქტის დარღვევა გამოიწვევს ჩემი ანგარიშის გაუქმებას.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, ვინც აღნიშნულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ისინი ანგარიშის გახსნაზე უარს მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0