საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია 7 მარტს იწყება

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
გამოწერა
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ პირს, ვისაც აქვს ბაკალავრის ხარისხი, ან მოიპოვებს მას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია 7 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, იუწყება გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, ვებ-გვერდზე online.naec.ge. ამასთან, სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას რეგისტრაციის საფასურის გადახდის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გადახდა არ დაფიქსირდება, სტუდენტი რეგისტრაციის დროს შესაბამის შეტყობინებას დაინახავს და რეგისტრაციას ვერ დაასრულებს. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი.

„რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლია. მონაწილემ, რომელსაც ესაჭიროება სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოს „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე წარმოადგინოს შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ პირს, ვისაც აქვს ბაკალავრის ხარისხი, ან მოიპოვებს მას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავს, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას). კანდიდატმა შიდა გამოცდის ჩასაბარებლად უნდა მიმართოს სასურველ უმაღლეს სასწავლებელს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტიდან იწყება
გამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დაწყებისთანავე გამოქვეყნდება.
წყარო: გამოცდების ეროვნული ცენტრი
ყველა ახალი ამბავი
0