https://sputnik-georgia.com/20220228/ertian-erovnul-gamocdebze-registracia-1-martidan-daiwyeba-264857741.html
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტიდან იწყება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტიდან იწყება
Sputnik საქართველო
გამოსაცდელები გამოცდებზე რეგისტრაციას მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ.
2022-02-28T18:40+0400
2022-02-28T18:40+0400
2022-02-28T23:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181508_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_99268289f8b94494511f564b06bb58b1.jpg
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.უწყების ცნობით, რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge.აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.როგორც ცენტრის გვერდზეა აღნიშნული, კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.წყარო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181508_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_3838b1fdcd8f50d8363956eb64f52308.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გამოცდები რეგისტრაცია 1 მარტი
გამოცდები რეგისტრაცია 1 მარტი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტიდან იწყება
18:40 28.02.2022 (განახლებულია: 23:08 28.02.2022) გამოსაცდელები გამოცდებზე რეგისტრაციას მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და, საჭიროების შემთხვევაში, მონიშნოს სპეცპირობა;
საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები 14 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ;
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.
როგორც ცენტრის გვერდზეა აღნიშნული, კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.