https://sputnik-georgia.com/20220303/saqartvelosi-sakredito-sezrudvebi-gaamkacres-264938748.html
საქართველოში საკრედიტო შეზღუდვები გაამკაცრეს
საქართველოში საკრედიტო შეზღუდვები გაამკაცრეს
Sputnik საქართველო
პირი, რომლის შემოსავალი თვეში 1,5 ათასი ლარია, ვერ შეეძლებს სესხის აღებას, რომლის ყოველთვიური გადასახადი 375 ლარს აღემატება.
2022-03-03T15:23+0400
2022-03-03T15:23+0400
2022-03-03T22:00+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24797/65/247976541_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_1321ccddeb7befc97d22693aa2cd73f0.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი 1 აპრილიდან ამკაცრებს შეზღუდვებს საქართველოში სესხების გადახდის განაკვეთზე თვეში 1,5 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.ამჟამად სესხების გადახდის განაკვეთზე მოქმედებს შეზღუდვები 1.000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის. მათი ყოველთვიური გადასახდელი სესხებზე არ შეიძლება აღემატებოდეს თანხის 25%-ს.ამგვარად, თვეში 1,5 ათასი ლარის შემოსავლის მქონე პირი ვერ შეეძლებს სესხის აღებას, რომლის ყოველთვიური გადასახადი 375 ლარს აღემატება.ამას გარდა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ.ამასთან, 1 მაისიდან საპროცენტო შოკის გათვალისწინება ყველა სესხზე უნდა გავრცელდეს.ეროვნული ბანკმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად სამომხმარებლო სესხების რაოდენობის ზრდა და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა დაასახელა.მანამდე ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადის 15-დან 10 წლამდე შემცირების შესახებ.1 თებერვლისთვის საქართველოს მცხოვრებლებს ბანკებში მხოლოდ სამომხმარებლო სესხები 6,4 მილიარდ ლარზე მეტი ჰქონდათ. აქედან 6,1 მილიარდი – გრძელვადიანი სესხებია. გასული წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, მოქალაქეების ვალი სამომხმარებლო სესხებზე მხოლოდ 4,7 მილიარდ ლარს შეადგენდა, საიდანაც 4,5 მილიარდი გრძელვადიანი სესხები იყო.2018 წელს მთავრობამ „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების ვალების ჩამოწერა გადაწყვიტა. ამ სიაში შეჰყავთ მოქალაქეები, რომლებიც სესხებზე პროცენტს დროულად არ იხდიან, ან სრულიად უგულებელყოფენ მათ.ასეთ შემთხვევებში ეკისრებათ დიდი ჯარიმები და იზრდება დავალიანება. მაშინ 600 ათასზე მეტ მევალეს ვალი ჩამოაწერეს, რომლებსაც 1 მილიარდ ლარზე მეტი სესხის პრობლემა ჰქონდათ.მაშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხებზე სპეციალური რეგულაციები შემოიღო. კერძოდ, ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ სესხის გაცემა მხოლოდ სესხის მიღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და ხელმძღვანელობენ მხოლოდ წმინდა შემოსავლით.გარდა ამისა, დაწესებულია ლიმიტი სესხის ყოველთვიური გადასახდელების ოდენობაზე, სესხის პირობებზე და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.დაკრედიტების ახალი წესების თანახმად, სხვა დანარჩენთან ერთად, დაწესებულია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები.იპოთეკური სესხი არ გაიცემა 15 წელზე მეტი ვადით, ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი – 10 წელზე მეტი ვადით, მანქანის სესხი – 6 წელზე მეტი ვადით, ხოლო სხვა სახის სესხები – 4 წელზე მეტი ვადით.წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
https://sputnik-georgia.com/20220219/saqartvelosi-yovel-mesame-pensionersa-da-socialurad-daucvels-bankis-vali-aqvs-264584840.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24797/65/247976541_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_995bdf91b54f575b24dfd50348c9709b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბანკი ეროვნული საკრედიტო შეზღუდვები
ბანკი ეროვნული საკრედიტო შეზღუდვები
საქართველოში საკრედიტო შეზღუდვები გაამკაცრეს
15:23 03.03.2022 (განახლებულია: 22:00 03.03.2022) ამჟამად სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი ზღვარი 1.000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდება.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი 1 აპრილიდან ამკაცრებს შეზღუდვებს საქართველოში სესხების გადახდის განაკვეთზე თვეში 1,5 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ამჟამად სესხების გადახდის განაკვეთზე მოქმედებს შეზღუდვები 1.000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის. მათი ყოველთვიური გადასახდელი სესხებზე არ შეიძლება აღემატებოდეს თანხის 25%-ს.
„თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1.000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვიტილებით, ეს ზღვარი 1.500 ლარამდე იზრდება“, – აღნიშნულია მარეგულირებლის ინფორმაციაში.
ამგვარად, თვეში 1,5 ათასი ლარის შემოსავლის მქონე პირი ვერ შეეძლებს სესხის აღებას, რომლის ყოველთვიური გადასახადი 375 ლარს აღემატება.
ამას გარდა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ.
ამასთან, 1 მაისიდან საპროცენტო შოკის გათვალისწინება ყველა სესხზე უნდა გავრცელდეს.
ეროვნული ბანკმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად სამომხმარებლო სესხების რაოდენობის ზრდა და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა დაასახელა.
მანამდე ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადის 15-დან 10 წლამდე შემცირების შესახებ.
1 თებერვლისთვის საქართველოს მცხოვრებლებს ბანკებში მხოლოდ სამომხმარებლო სესხები 6,4 მილიარდ ლარზე მეტი ჰქონდათ. აქედან 6,1 მილიარდი – გრძელვადიანი სესხებია. გასული წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, მოქალაქეების ვალი სამომხმარებლო სესხებზე მხოლოდ 4,7 მილიარდ ლარს შეადგენდა, საიდანაც 4,5 მილიარდი გრძელვადიანი სესხები იყო.
2018 წელს მთავრობამ „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების ვალების ჩამოწერა გადაწყვიტა. ამ სიაში შეჰყავთ მოქალაქეები, რომლებიც სესხებზე პროცენტს დროულად არ იხდიან, ან სრულიად უგულებელყოფენ მათ.
ასეთ შემთხვევებში ეკისრებათ დიდი ჯარიმები და იზრდება დავალიანება. მაშინ 600 ათასზე მეტ მევალეს ვალი ჩამოაწერეს, რომლებსაც 1 მილიარდ ლარზე მეტი სესხის პრობლემა ჰქონდათ.
მაშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხებზე სპეციალური რეგულაციები შემოიღო. კერძოდ, ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ სესხის გაცემა მხოლოდ სესხის მიღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და ხელმძღვანელობენ მხოლოდ წმინდა შემოსავლით.
გარდა ამისა, დაწესებულია ლიმიტი სესხის ყოველთვიური გადასახდელების ოდენობაზე, სესხის პირობებზე და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.
დაკრედიტების ახალი წესების თანახმად, სხვა დანარჩენთან ერთად, დაწესებულია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები.
იპოთეკური სესხი არ გაიცემა 15 წელზე მეტი ვადით, ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი – 10 წელზე მეტი ვადით, მანქანის სესხი – 6 წელზე მეტი ვადით, ხოლო სხვა სახის სესხები – 4 წელზე მეტი ვადით.