საქართველოში ყოველ მესამე პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ბანკის ვალი აქვს

© photo: Sputnikპენსიონერები
პენსიონერები - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2022
გამოწერა
ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პენსიის გამცემი ბანკის არჩევისას 26%-ის ოდენობის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი იქნება.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. უახლესი მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს თითქმის 394 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველ პირს ჰქონდა ბანკის სესხი აღებული, ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციაში, რომელიც პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს გასცემს.
პენსიონერების და სოციალურად დაუცველო პირების სესხების საკითხი აქტუალური გახდა მთავრობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც პენსიონერებისთვის სესხის განაკვეთის ზღვარს აწესებს.
2021 წლის ბოლოს „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ პირებზე 367,5 მლნ ლარის ოდენობის სესხი გასცა ეფექტური საპროცენტო განაკვეთით 35,4%.
სესხის ქვეშ იგულისხმება პენსია ან სოციალური დახმარება, რომელიც რამდენიმე თვით ადრეა გატანილი.
უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - 26% - იქნება ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პენსიის გამცემი ბანკის განსაზღვრისას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა.
გამარჯვებული ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მლნ ლარს მიიღებს.
„ეს არის ის თანხა, რომელსაც „ლიბერთი ბანკი“ აქამდე პენსიების დარიგებაში ხარჯავდა. ახლა თუ მოხდება და იმედია მოხდება ამ თანხის გადახდა, ეს იქნება ჩვეულებრივი მომსახურებაში გადახდა, ისევე როგორც ბიუჯეტი იხდის სკოლის აშენებაში, გზის დაგებაში და ა.შ. თუკი ადრე ხდებოდა ამ სესხების დარიგება ბანკის საკუთარი სახსრებით, ახლა დაარიგებს სახელმწიფო და ეს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
წინასწარი მონაცემებით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპირებს ორი ბანკი - „ლიბერთი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“.
Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკში მუშაობს 4600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
ღარიბაშვილი: პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი 26%-მდე დაიწევს >>
„საქართველოს ბანკი“ უმსხვილესი ბანკია ქვეყანაში, დაახლოებით 21,8 მილიარდი ლარის ჯამური აქტივებით და 43,3 მილიონი ლარის კაპიტალით. ბანკის ფილიალების ქსელი მოიცავს 206-ზე მეტ ფილიალს და 972 ბანკომატს. „საქართველოს ბანკი“ 2,5 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
საქართველოში სოციალურ შემწეობებს და პენსიებს იღებს 971,7 ათასი ადამიანი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 26,6%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0