როდის წარდგება საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში

© photo: Sputnikსალომე ზურაბიშვილი პარლამენტში
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილის დეპუტატების წინაშე გამოსვლის თარიღი შეიძლება შეიცვალოს.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ შეიცვალოს პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი.
უფრო ადრე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სახელმწიფოს მეთაური პარლამენტში, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, ყოველწლიური მოხსენებით შაბათს, 5 მარტს გამოვა.

„იყო თუ არა თარიღი შეთანხმებული პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუ ეს შეთანხმებული იყო, ბიურო ამას მხედველობაში მიიღებს და გამორიცხული არ არის, 5 მარტს სხდომა ჩატარდეს და პრეზიდენტს მოვუსმენთ, თუმცა სავალდებულო ეს ნამდვილად არ არის. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის თარიღის განსაზღვრა პარლამენტის ბიუროს კომპეტენციაში შედის.
სარჯველაძემ ის ფაქტიც აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია უკრაინის მოვლენებზე მთავრობის წევრების კომენტარებისგან განსხვავებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ემიჯნება მმართველ პარტიას.
ზურაბიშვილისთვის ეს დეპუტატების წინაშე სახელმწიფოს მეთაურის რანგში მეოთხე გამოსვლა იქნება. პირველად ის საკანონმდებლო ორგანოში 2019 წელს წარდგა.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ 10–10 წუთი მიეცემათ იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში ან უმცირესობაში, 15–15 წუთი – უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს.
დებატების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.
ყველა ახალი ამბავი
0