https://sputnik-georgia.com/20220302/salome-zurabisvili-parlamentsi-wliuri-angarisit-wardgeba-264923378.html
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილისთვის ეს უკვე მეოთხე გამოსვლა იქნება დეპუტატების წინაშე სახელმწიფოს მეთაურის რანგში.
2022-03-02T20:54+0400
2022-03-02T20:54+0400
2022-03-02T23:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/09/251421278_0:49:1755:1036_1920x0_80_0_0_5e45c2c2bee5d3db811f1b3a3dcadbf0.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული წლიური ანგარიშით შაბათს, 5 მარტს წარდგება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.ზურაბიშვილისთვის ეს იქნება მეოთხე გამოსვლა სახელმწიფოს მეთაურის რანგში დეპუტატების წინაშე. პირველი გამოსვლა 2019 წლის მარტში შედგა.ამ დროისათვის სახელმწიფოს მეთაურის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური გამოსვლის დეტალები უცნობია. სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ეროვნული შერიგების ინიციატივაზე, რომელიც მან გასული წლის ბოლოს წარმოადგინა.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს – თებერვლის დასაწყისში უნდა წარადგინოს. თუმცა, ეს ჩვეულებრივ უფრო მოგვიანებით ხდება.პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლისთვის ათ-ათი წუთი ეძლევა იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ხოლო 15-15 წუთი – უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს.დებატების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს.წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/09/251421278_153:0:1600:1085_1920x0_80_0_0_727ecccc14310c0187a808f6d3fb19fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტი ანგარიში
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტი ანგარიში
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება
20:54 02.03.2022 (განახლებულია: 23:42 02.03.2022) ზურაბიშვილისთვის ეს უკვე მეოთხე გამოსვლა იქნება დეპუტატების წინაშე სახელმწიფოს მეთაურის რანგში.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული წლიური ანგარიშით შაბათს, 5 მარტს წარდგება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ზურაბიშვილისთვის ეს იქნება მეოთხე გამოსვლა სახელმწიფოს მეთაურის რანგში დეპუტატების წინაშე. პირველი გამოსვლა 2019 წლის მარტში შედგა.
ამ დროისათვის სახელმწიფოს მეთაურის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური გამოსვლის დეტალები უცნობია. სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ეროვნული შერიგების ინიციატივაზე, რომელიც მან გასული წლის ბოლოს წარმოადგინა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს – თებერვლის დასაწყისში უნდა წარადგინოს. თუმცა, ეს ჩვეულებრივ უფრო მოგვიანებით ხდება.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლისთვის ათ-ათი წუთი ეძლევა იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ხოლო 15-15 წუთი – უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს.
დებატების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს.