მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა

© photo: Sputnik / Miroslav Rotar / გადასვლა მედიაბანკშიმაია სანდუ
მაია სანდუ - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
რესპუბლიკის ევროინტეგრაცია უნდა დაჩქარდეს, მიიჩნევს მოლდოვის პრეზიდენტი.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა, რათა „უზრუნველყოს ღირსეული ცხოვრება ქვეყნის მოსახლეობის მომავალი თაობებისთვის", განაცხადა ბრიფინგზე რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
მანამდე სანდუმ განაცხადა, რომ რესპუბლიკის ევროინტეგრაცია უნდა დაჩქარდეს. მის მისწრაფებას ქვეყნის მთავრობაც იზიარებს.
„ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, მომავალი თაობებისთვის ღირსეული ცხოვრება უზრუნველვყოთ. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, ის გაეგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტს – ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ქვეყნის ეს ფუნდამენტური ამოცანა შევასრულოთ“, – განაცხადა სანდუმ, იუწყება РИА Новости.
მანამდე საქართველომ ევროკავშირის სტრუქტურებს გაუგზავნა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, შესაბამის დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
ორშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ევროკავშირის ქვეყნებს მოწოდებით, სასწრაფოდ მიიღონ უკრაინა კავშირის შემადგენლობაში და ხელი მოაწერა განაცხადს მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად 2022 წლის 28 თებერვალს შეიტანა. 1 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0