https://sputnik-georgia.com/20220302/tutanhamonis-xanjlis-saidumlo-amoxsnilia-264906947.html
მეცნიერებმა ტუტანჰამონის ხანჯლის საიდუმლო ამოხსნეს
მეცნიერებმა ტუტანჰამონის ხანჯლის საიდუმლო ამოხსნეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ეგვიპტის ფარაონ ტუტანჰამონის ხანჯალი, რომელიც 1922 წელს აღმოაჩინეს მის სარკოფაგში, მეტეორიტის რკინისგან... 02.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-02T12:57+0400
2022-03-02T12:57+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ეგვიპტე
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/19/264786509_0:128:2731:1664_1920x0_80_0_0_c392efe8cc25117a47af5b15617e7af4.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ეგვიპტის ფარაონ ტუტანჰამონის ხანჯალი, რომელიც 1922 წელს აღმოაჩინეს მის სარკოფაგში, მეტეორიტის რკინისგან არის დამზადებული, იუწყება გაზეთი The Sun.ამ აღმოჩენით დადასტურდა თავდაპირველი ვერსია, რომ ხანჯალი ტუტანჰამონის პაპას სხვა უძველესი სახელმწიფოდან მიართვეს საჩუქრად.საქმე ისაა, რომ 35 სმ სიგრძის არტეფაქტი ჩვენს ერამდე XIV საუკუნით თარიღდება, იმ პერიოდში კი ძველმა ეგვიპტელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ რკინის გამოწრთობა. ეს ტექნოლოგია ეგვიპტეში მხოლოდ ტუტანჰამონის გარდაცვალებიდან 500 წლის შემდეგ აითვისეს.იაპონიის ტიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ხანჯლის ანალიზი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ მახვილი მინიმუმ 950 გრადუსზეა გამოწრთობილი. მისი დამზადების ადგილად, სავარაუდოდ, ანატოლიას მიიჩნევენ.ხანჯალს, რომელიც ტუტანჰამონის მუმიის თეძოსთან იდო, დეკორირებული ოქროს ვადა (ტარი) აქვს და მთის ბროლის „ბურთით“ ბოლოვდება. ის ოქროს ქარქაშში იდო, რომელიც შროშანების, ბუმბულებისა და ტურის თავის გამოსახულებითაა შემკული.წყარო: The Sun
ეგვიპტე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/19/264786509_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_b241b6e74b442371186422850d676ad7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ეგვიპტე , მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ეგვიპტე , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ეგვიპტის ფარაონ ტუტანჰამონის ხანჯალი, რომელიც 1922 წელს აღმოაჩინეს მის სარკოფაგში, მეტეორიტის რკინისგან არის დამზადებული, იუწყება გაზეთი The Sun.
ამ აღმოჩენით დადასტურდა თავდაპირველი ვერსია, რომ ხანჯალი ტუტანჰამონის პაპას სხვა უძველესი სახელმწიფოდან მიართვეს საჩუქრად.
საქმე ისაა, რომ 35 სმ სიგრძის არტეფაქტი ჩვენს ერამდე XIV საუკუნით თარიღდება, იმ პერიოდში კი ძველმა ეგვიპტელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ რკინის გამოწრთობა. ეს ტექნოლოგია ეგვიპტეში მხოლოდ ტუტანჰამონის გარდაცვალებიდან 500 წლის შემდეგ აითვისეს.
იაპონიის ტიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ხანჯლის ანალიზი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ მახვილი მინიმუმ 950 გრადუსზეა გამოწრთობილი. მისი დამზადების ადგილად, სავარაუდოდ, ანატოლიას მიიჩნევენ.
ხანჯალს, რომელიც ტუტანჰამონის მუმიის თეძოსთან იდო, დეკორირებული ოქროს ვადა (ტარი) აქვს და მთის ბროლის „ბურთით“ ბოლოვდება. ის ოქროს ქარქაშში იდო, რომელიც შროშანების, ბუმბულებისა და ტურის თავის გამოსახულებითაა შემკული.