რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

© photo: Sputnikქალაქი რუსთავი
ქალაქი რუსთავი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
გამოწერა
მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ რუსთავში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის შეტანას ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში 2 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით პერიოდში შეძლებენ.
ამ ეტაპზე ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს რუსთავის ტერიტორიაზე უკვე გადაეცა 2 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსის ვადა გახანგრძლივდა
მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.
ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.
წყარო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0