https://sputnik-georgia.com/20220301/saqartvelo-rusetis-matcis-bileti-visac-aqvs-ragbis-kavsiris-mimartva-264887925.html
თუ საქართველო–რუსეთის მატჩის ბილეთი გაქვს – რაგბის კავშირი გულშემატკივარს მიმართავს
თუ საქართველო–რუსეთის მატჩის ბილეთი გაქვს – რაგბის კავშირი გულშემატკივარს მიმართავს
Sputnik საქართველო
გულშემატკივრებშეუძლიათ ბილეთები არ დააბრუნონ ამ ბილეთებით რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრონ, რომელიც თბილისში 20 მარტს საქართველოსა და ესპანეთს შორის გაიმართება.
2022-03-01T18:19+0400
2022-03-01T18:19+0400
2022-03-01T22:02+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251140721_0:145:3121:1901_1920x0_80_0_0_d11edf9d5e831c335e19c354c9f66a1e.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის რაგბის მატჩს უნდა დასწრებოდნენ, შესაძლებლობა აქვთ ბილეთში გადახდილი თანხა უკან დაიბრუნონ ან აღნიშნული ბილეთებით 2022 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს დაესწრონ. ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც 27 თებერვალს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება.რაგბის კავშირში განმარტავენ, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს ბილეთში გადახდილი თანხა გულშემატკივარმა.კერძოდ, ონლაინ შეძენილი ბილეთების დასაბრუნებლად საჭიროა შეძენილი ბილეთის გახსნა, სადაც უკვე გააქტიურებულია „დაბრუნების“ ღილაკი. ის გულშემატკივრები, რომლებიც ბილეთებს არ დააბრუნებენ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრებიან, რომელიც თბილისში 20 მარტს საქართველოსა და ესპანეთს შორის გაიმართება.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.რაგბი: საქართველო–რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო>>ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა, ასევე საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, რუსეთი და ბელარუსი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოიკვეთნენ. გადაწყვეტილება ორგანიზაციის აღმასკომმა მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251140721_196:0:2925:2047_1920x0_80_0_0_cb08a61c6839d00db47fa16bf28711f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რაგბი ბილეთები მიმართვა
თუ საქართველო–რუსეთის მატჩის ბილეთი გაქვს – რაგბის კავშირი გულშემატკივარს მიმართავს
18:19 01.03.2022 (განახლებულია: 22:02 01.03.2022) გულშემატკივრები, რომლებიც ბილეთს უკან არ დააბრუნებენ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩზე დასწრებას შეძლებენ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის რაგბის მატჩს უნდა დასწრებოდნენ, შესაძლებლობა აქვთ ბილეთში გადახდილი თანხა უკან დაიბრუნონ ან აღნიშნული ბილეთებით 2022 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს დაესწრონ. ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც 27 თებერვალს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება.
რაგბის კავშირში განმარტავენ, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს ბილეთში გადახდილი თანხა გულშემატკივარმა.
კერძოდ, ონლაინ შეძენილი ბილეთების დასაბრუნებლად საჭიროა შეძენილი ბილეთის გახსნა, სადაც უკვე გააქტიურებულია „დაბრუნების“ ღილაკი.
„ტექნიკური შეკითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დამატებით მიმართოთ TKT.GE-ს ფეისბუქზე და/ან მისამართზე: support@tkt.ge. ვინც ბილეთები „დინამო არენის“ სალაროებში შეიძინეთ, დაბრუნებას შეძლებთ ასევე „დინამო არენის“ სალაროებში. სალარო იმუშავებს 3 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით, 11-დან 19 საათამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ის გულშემატკივრები, რომლებიც ბილეთებს არ დააბრუნებენ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრებიან, რომელიც თბილისში 20 მარტს საქართველოსა და ესპანეთს შორის გაიმართება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა, ასევე საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, რუსეთი და ბელარუსი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოიკვეთნენ. გადაწყვეტილება ორგანიზაციის აღმასკომმა მიიღო.