https://sputnik-georgia.com/20220224/ragbi-saqartvelo-ukrainis-matci-gadaido-264758987.html
რაგბი: საქართველო–რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო
რაგბი: საქართველო–რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო
Sputnik საქართველო
უკრაინასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო
2022-02-24T18:36+0400
2022-02-24T18:36+0400
2022-02-24T22:42+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
რუსეთი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250823848_0:140:3147:1910_1920x0_80_0_0_b371d910f189f0b2fa1cece55b7fd8ea.jpg
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. რაგბის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც 27 თებერვალს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება.რაგბის კავშირში განმარტავენ, რომ ვინაიდან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ნაწილიც არის, „რაგბი ევროპა" (Rugby Europe) კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტშია „რაგბი ევროპასთან" და მსოფლიო რაგბისთან და დამატებით ინფორმაციას ისინი დაუყოვნებლივ გაავრცელებენ.ამჟამად არსებული ინფორმაციით, ასევე გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი. 26 თებერვალს ესპანეთისა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი ჯერჯერობით ძალაში რჩება.„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ერთი მოგებისა და ერთი ფრეს შემდეგ 7 ქულით მესამე ადგილი უკავია, რუსეთის ნაკრები კი ორი წაგებით ბოლოსწინა ადგილს იკავებს და მხოლოდ ნიდერლანდის ნაკრებს უსწრებს.დღეს, 24 თებერვლის დილით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა შემოიღო და ბრძოლების დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. დონბასში რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკვე მკაცრად დაგმეს მთელმა რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250823848_208:0:2939:2048_1920x0_80_0_0_14c00be25c7547accc4aba5dcc1d2fe8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რაგბი მატჩი საქართველო რუსეთი
რაგბი მატჩი საქართველო რუსეთი
რაგბი: საქართველო–რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო
18:36 24.02.2022 (განახლებულია: 22:42 24.02.2022) აღნიშნულ საკითხზე „რაგბი ევროპა" მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს გადის, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. რაგბის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც 27 თებერვალს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, „რაგბი ევროპამ" 27 თებერვალს თბილისში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“, – წერია „რაგბი ევროპის" ოფიციალურ განცხადებაში.
რაგბის კავშირში განმარტავენ, რომ ვინაიდან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ნაწილიც არის, „რაგბი ევროპა" (Rugby Europe) კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტშია „რაგბი ევროპასთან" და მსოფლიო რაგბისთან და დამატებით ინფორმაციას ისინი დაუყოვნებლივ გაავრცელებენ.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, ასევე გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი. 26 თებერვალს ესპანეთისა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი ჯერჯერობით ძალაში რჩება.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ერთი მოგებისა და ერთი ფრეს შემდეგ 7 ქულით მესამე ადგილი უკავია, რუსეთის ნაკრები კი ორი წაგებით ბოლოსწინა ადგილს იკავებს და მხოლოდ ნიდერლანდის ნაკრებს უსწრებს.
დღეს, 24 თებერვლის დილით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა შემოიღო და ბრძოლების დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
დონბასში რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკვე მკაცრად დაგმეს მთელმა რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.