სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

© AFP 2024 / IRAKLI GEDENIDZEმიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სხდომის მსვლელობისას პოლიტიკოსი, რომელიც მეცხრე დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.
სააკაშვილს ბრალად ედება მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარის არამიზნობრივი ხარჯვა ფუფუნების საგნებზე. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 49,5 ათასი ლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი, ხარჯები სასტუმროების ძვირადღირებულ ნომრების, სპა-სალონებისთვის და ა.შ.
ექს-პრეზიდენტს წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვის მუხლით (სსკ-ის 182-ე მუხლი), ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ბრალდება სააკაშვილს 2014 წელს დაუსწრებლადწაუყენეს.
სააკაშვილის სასამართლო „პიჯაკების საქმეზე": რაშია ბრალდებული ექს-პრეზიდენტი>>>
დღევანდელი სასამართლო პროცესი სააკაშვილის ხელისუფლებისადმი მიმართვით დაიწყო, რომელშიც მან უკრაინაში საკუთარ მეგობარ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამგზავრების სურვილი გამოთქვა.

„მე იქ მელოდებიან... მე უკრაინაში უნდა ვიყო – ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ვარ, მინდა ვიყო ჩემი მთავარსარდლის გვერდით. გამოიჩინეთ გამბედაობა და დაუჯერეთ იმ ევროპელ პრეზიდენტებს, რომლებიც გეუბნებიან თქვენ – გამოუშვით სააკაშვილი!“ – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც პროცესი დროებით შეწყდა – საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.
ამის გამო მოსამართლემ მსჯავრდებულის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლო პროცესი საქმის მთავარი ფიგურანტის გარეშე გაგრძელდა. საქმის ფიგურანტია ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ ჯანაშია.
ყველა ახალი ამბავი
0