https://sputnik-georgia.com/20220301/rusuli-visa--mastercard-gadaxdebi-shecherda-264885833.html
რუსული VISA და Mastercard ბარათებით საქართველოში გადახდები შეჩერდა
რუსული VISA და Mastercard ბარათებით საქართველოში გადახდები შეჩერდა
Sputnik საქართველო
რუსული საბანკო ბარათების მომხმარებლებს "ბაზისბანკი" მოემსახურებათ
2022-03-01T17:18+0400
2022-03-01T17:18+0400
2022-03-01T21:42+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23904/82/239048278_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_b2e1ef3851acc17bfbb88c19b953ff18.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში შეჩერდა სანქციებს დაქვემდებარებული რუსული ბანკების VISA და Mastercard-ის ბარათებით ოპერაციების განხორციელება, იუწყება საქართველოს ბანკების ასოციაცია.ევროკავშირის ქვეყნებმა ბანკთაშორისი ტრანზაქციების სისტემა SWIFT-დან რუსეთის ის ბანკები გარიცხეს, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ. ესენია: ВТБ, Сбербанк, БМ-Банк, Саровбизнесбанк, Открытие, Совкомбанк, Новикомбанк, РГС Банк და Промсвязьбанк.„სანქციები დაწესდა რუსული ბანკებისა და საბანკო ბარათებთან მიმართებით. სანქცირებული ბანკების ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ ბარათებით ოპერაციების განხორციელებას, იქნება ეს თანხის გადახდა თუ განაღდება. შესაბამისად, ამ ბარათების მფლობელები ვერ მიიღებენ საბარათე სერვისს საქართველოს საბანკო სისტემაშიც“, – ნათქვამია განცხადებაში.გარდა ამისა, საქართველოს ბანკების მომხმარებლები ვერ შეძლებენ SWIFT-ის სისტემით გადარიცხვების განხორციელებას რუსეთის სანქცირებული ბანკების მომხმარებლებთან, ასევე ვერ შეძლებენ გადარიცხვების მიღებას ამ ბანკებიდან. საქართველოს ბანკების ასოციაციის განცხადებით, ამ ეტაპზე VTB Bank Georgia აგრძელებს იურიდიული პირების მომსახურებას, ფიზიკურ პირებს კი მოემსახურება „ბაზისბანკი“, რომელიც ბაზარზე 28 წელია ოპერირებს.„გარიგების შედეგად VTB Bank Georgia-ს ყოფილ მომხმარებლებს სრულად უნარჩუნდებათ მიმდინარე პირობები და ტარიფები, უცვლელია მათი ანაბრები და სასესხო ვალდებულებები. ისინი, როგორც ახლა უკვე „ბაზისბანკის“ მომხმარებლები, სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ „ბაზისბანკში“, – ნათქვამია განცხადებაში.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.
https://sputnik-georgia.com/20220227/swift-rusetis-bankebtan-dakavsirebit-evrokavsiris-gankargukebis-sesabamisad-moiqceva-264829233.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23904/82/239048278_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_6ec587dfb463dd2ebcfc216273c04661.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო რუსეთი ბაზისბანკი ვითიბი ბანკი სანქციები
საქართველო რუსეთი ბაზისბანკი ვითიბი ბანკი სანქციები
რუსული VISA და Mastercard ბარათებით საქართველოში გადახდები შეჩერდა
17:18 01.03.2022 (განახლებულია: 21:42 01.03.2022) ამ ეტაპზე VTB Bank Georgia აგრძელებს იურიდიული პირების მომსახურებას, ფიზიკურ პირებს კი „ბაზისბანკი“ მოემსახურება.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში შეჩერდა სანქციებს დაქვემდებარებული რუსული ბანკების VISA და Mastercard-ის ბარათებით ოპერაციების განხორციელება, იუწყება საქართველოს ბანკების ასოციაცია.
ევროკავშირის ქვეყნებმა ბანკთაშორისი ტრანზაქციების სისტემა SWIFT-დან რუსეთის ის ბანკები გარიცხეს, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ. ესენია: ВТБ, Сбербанк, БМ-Банк, Саровбизнесбанк, Открытие, Совкомбанк, Новикомбанк, РГС Банк და Промсвязьбанк.
„სანქციები დაწესდა რუსული ბანკებისა და საბანკო ბარათებთან მიმართებით. სანქცირებული ბანკების ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ ბარათებით ოპერაციების განხორციელებას, იქნება ეს თანხის გადახდა თუ განაღდება. შესაბამისად, ამ ბარათების მფლობელები ვერ მიიღებენ საბარათე სერვისს საქართველოს საბანკო სისტემაშიც“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკების მომხმარებლები ვერ შეძლებენ SWIFT-ის სისტემით გადარიცხვების განხორციელებას რუსეთის სანქცირებული ბანკების მომხმარებლებთან, ასევე ვერ შეძლებენ გადარიცხვების მიღებას ამ ბანკებიდან.
საქართველოს ბანკების ასოციაციის განცხადებით, ამ ეტაპზე VTB Bank Georgia აგრძელებს იურიდიული პირების მომსახურებას, ფიზიკურ პირებს კი მოემსახურება „ბაზისბანკი“, რომელიც ბაზარზე 28 წელია ოპერირებს.
„გარიგების შედეგად VTB Bank Georgia-ს ყოფილ მომხმარებლებს სრულად უნარჩუნდებათ მიმდინარე პირობები და ტარიფები, უცვლელია მათი ანაბრები და სასესხო ვალდებულებები. ისინი, როგორც ახლა უკვე „ბაზისბანკის“ მომხმარებლები, სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ „ბაზისბანკში“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.