https://sputnik-georgia.com/20220227/swift-rusetis-bankebtan-dakavsirebit-evrokavsiris-gankargukebis-sesabamisad-moiqceva-264829233.html
SWIFT რუსეთის ბანკებთან დაკავშირებით ევროკავშირის განკარგულების შესაბამისად მოიქცევა
SWIFT რუსეთის ბანკებთან დაკავშირებით ევროკავშირის განკარგულების შესაბამისად მოიქცევა
Sputnik საქართველო
ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ, აღნიშნეს SWIFT-ში.
2022-02-27T23:10+0400
2022-02-27T23:10+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251884930_0:75:1600:975_1920x0_80_0_0_8338bc7e5bfaab9f31c9eefffb9b6808.jpg
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო ბანკთაშორისმა სისტემა SWIFT-მა განუცხადა РИА Новости-ს, რომ რუსეთის ბანკების მიმართ შეზღუდვებზე დეტალების გასარკვევად ეკონტაქტება ევროკავშირის ხელმძღვანელობას და ემზადება იმისათვის, რომ განკარგულების შესაბამისად იმოქმედოს.სისტემაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ SWIFT-ი ბელგიის კანონმდებლობით არის რეგისტრირებული, შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან დაემორჩილონ ევროკავშირისა და ბელგიის შესაბამის რეგულაციას.„ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებთან, რათა გავარკვიოთ დეტალები იმ სუბიექტების შესახებ, რომლებზეც გავრცელდება ახალი ზომები და ვემზადებით მათ შესასრულებლად საკანონმდებლო განკარგულების შესაბამისად“, - დასძინეს SWIFT-ში.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს უკრაინის დემილიტარიზაციის სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები არ აყენებენ დარტყმებს ქალაქებს, არამედ მწყობრიდან გამოჰყავთ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა. საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა ახალი ანტირუსული სანქციები დააანონსეს. კერძოდ, შეზღუდვები შეეხო Сбер-ს, VTB-ს, ხოლო რამდენიმე სახელმწიფო კომპანიისთვის უცხოური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები შეიზღუდა.ამასთან, არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული რუსეთიდან ექსპორტზე, მათ შორის, ენერგომატარებლებზე - ნავთობსა და გაზზე. ის შეიძლება შეაფერხოს რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-დან სავარაუდო გათიშვამ. მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა კვირას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა SWIFT-ში შესაძლოა რუსეთის ის ბანკები დატოვონ, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ანგარიშსწორება ენერგომატარებლების მიწოდებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული საწვავის დეფიციტი მსოფლიო ბაზრებზე და მისი გაძვირება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251884930_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_2d94ff2a2a4ad4af35a6f81522a12ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
swift რუსეთი ბანკები
SWIFT რუსეთის ბანკებთან დაკავშირებით ევროკავშირის განკარგულების შესაბამისად მოიქცევა
23:10 27.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) ქვეყნების ან ცალკეული ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ, აღნიშნეს SWIFT-ში.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო ბანკთაშორისმა სისტემა SWIFT-მა განუცხადა РИА Новости-ს, რომ რუსეთის ბანკების მიმართ შეზღუდვებზე დეტალების გასარკვევად ეკონტაქტება ევროკავშირის ხელმძღვანელობას და ემზადება იმისათვის, რომ განკარგულების შესაბამისად იმოქმედოს.
„SWIFT - ნეიტრალური გლობალური კოოპერატივია, რომელიც შექმნილია და ფუნქციონირებს 200 ქვეყანაში 11000-ზე მეტი დაწესებულებისგან შემდგარი საზოგადოების სასარგებლოდ. ქვეყნების ან ცალკეული ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების და შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოების მიერ", - აღნიშნეს SWIFT-ში.
სისტემაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ SWIFT-ი ბელგიის კანონმდებლობით არის რეგისტრირებული, შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან დაემორჩილონ ევროკავშირისა და ბელგიის შესაბამის რეგულაციას.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებთან, რათა გავარკვიოთ დეტალები იმ სუბიექტების შესახებ, რომლებზეც გავრცელდება ახალი ზომები და ვემზადებით მათ შესასრულებლად საკანონმდებლო განკარგულების შესაბამისად“, - დასძინეს SWIFT-ში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს უკრაინის დემილიტარიზაციის სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები არ აყენებენ დარტყმებს ქალაქებს, არამედ მწყობრიდან გამოჰყავთ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა. საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა ახალი ანტირუსული სანქციები დააანონსეს. კერძოდ, შეზღუდვები შეეხო Сбер-ს, VTB-ს, ხოლო რამდენიმე სახელმწიფო კომპანიისთვის უცხოური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები შეიზღუდა.
ამასთან, არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული რუსეთიდან ექსპორტზე, მათ შორის, ენერგომატარებლებზე - ნავთობსა და გაზზე. ის შეიძლება შეაფერხოს რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-დან სავარაუდო გათიშვამ. მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა კვირას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა SWIFT-ში შესაძლოა რუსეთის ის ბანკები დატოვონ, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ანგარიშსწორება ენერგომატარებლების მიწოდებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული საწვავის დეფიციტი მსოფლიო ბაზრებზე და მისი გაძვირება.