მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთი შვეიცარიისთვის საპასუხო სანქციების დაწესებას აპირებს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. შვეიცარიამ გადაწყვიტა შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს, ასეთი ქმედებები კი რუსეთის მხრიდან პასუხგაუცემელი არ დარჩება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბერნში რუსეთის საელჩოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მანამდე შვეიცარიის პრეზიდენტმა ინიაციო კასისმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყველა იმ ანტირუსულ სანქციას მიუერთდა, რომელიც ევროკავშირმა დააწესა უკრაინასთან დაკავშირებული ვითარების გამო.

„შვეიცარიის კონფედერაციამ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის არალეგიტიმურ პრაქტიკას რუსეთისთვის ცალმხრივი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. იმ მიზეზების მიუკერძოებელი ანალიზის ნაცვლად, რამაც რუსეთი აიძულა სპეცოპერაცია დაეწყო თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა დასაცავად, რომლებსაც რვა წლის განმავლობაში ცხრილავდნენ და აბუჩად იგდებდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები და მემარჯვენე რადიკალები, რის შედეგადაც ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა 15 ათასი ადამიანი, შვეიცარიის კონფედერაციამ სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირის პოლიტიკას“, — აღნიშნეს საელჩოში.

როგორც დიპლომატიურ მისიაში განაცხადეს, სანქციების ზეწოლა ვერ მოახდენს გავლენას რუსეთის გადაწყვეტილებაზე, „მტკიცედ დაიცვას თავისი ინტერესები უსაფრთხოების სფეროში“.
როგორც საელჩოში განაცხადეს, ბერნის ასეთი ნაბიჯები რუსეთისა და „მოძმე ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების მიმართ“ ვერ შეაჩერებს ამ სახელმწიფოებისთვის დახმარების აღმოჩენას.
„საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ საპასუხო ზომებს, რომელთა ჩამონათვალი ამჟამად მუშავდება. მსგავსი ქმედებები ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება“, — განაცხადეს დიპლომატიურ მისიაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
მსოფლიო დღეს
სანქციების გამო: Nord Stream 2 AG-დან თანამშრომლები დაითხოვეს
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. გერმანიამ კი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლეთის სანქციები მეტად სერიოზულია, თუმცა რუსეთი მათთვის დიდი ხნით ადრე მოემზადა.
ყველა ახალი ამბავი
0