მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სანქციების გამო: Nord Stream 2 AG-დან თანამშრომლები დაითხოვეს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში„ჩრდილოეთის ნაკადი-2“
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორის, კომპანია Nord Stream 2 AG-ს 140-ზე მეტი თანამშრომელი შვეიცარიაში სამსახურებიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა კომპანიას სანქციები დაუწესა, განაცხადა შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა გი პარმელენმა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 23 თებერვალს სანქციები დაუწესა კომპანია Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს მათიას ვარნიგს. გარდა ამისა, ამერიკულმა უწყებამ გამოაქვეყნა გენერალური ლიცენზია, რომელიც მოითხოვს Nord Stream 2 AG-ს ყველა ოპერაციის დასრულებას 2022 წლის 2 მარტამდე.

„შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემოიღო Nord Stream 2 AG-ს წინააღმდეგ. დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მთელი პერსონალი, რომელიც მუშაობს Nord Stream-ში, ანუ 140 კაცზე მეტი, გათავისუფლებულია სამსახურიდან“, — განაცხადა პარმელენმა შვეიცარიული ტელე-რადიოკომპანია RTS-ის ეთერში.

მინისტრის თქმით, დღეისათვის შეუძლებელია იმის გამოცნობა, თუ რამდენად ძლიერ აისახება ანტირუსული სანქციები შვეიცარიის ეკონომიკაზე. მისი განმარტებით, ეს კონფლიქტის ხანგრძლივობასა და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. გერმანიამ კი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლეთის სანქციები მეტად სერიოზულია, თუმცა რუსეთი მათთვის დიდი ხნით ადრე მოემზადა.
წყარო: RTS
ყველა ახალი ამბავი
0