https://sputnik-georgia.com/20220228/turqeti-sruteebis-daketvaze-dres-imsjelebs-264834048.html
თურქეთი რუსული სამხედრო ხომალდებისთვის სრუტეების დაკეტვაზე დღეს იმსჯელებს
თურქეთი რუსული სამხედრო ხომალდებისთვის სრუტეების დაკეტვაზე დღეს იმსჯელებს
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. უკრაინის მოთხოვნაზე, ანკარამ დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული ხომალდებისთვის, თურქეთის მინისტრთა კაბინეტი... 28.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-28T10:08+0400
2022-02-28T10:08+0400
2022-02-28T14:22+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
თურქეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
რუსეთი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23266/25/232662500_0:6:3072:1734_1920x0_80_0_0_1a2d66d79be888718cdefcc3f481ddb6.jpg
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. უკრაინის მოთხოვნაზე, ანკარამ დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული ხომალდებისთვის, თურქეთის მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით, ორშაბათს იმსჯელებს, იუწყება თურქული ტელეარხი NTV.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ ხომალდებს თურქეთის სრუტეების გავლით მოძრაობა უკვე აეკრძალათ. თუმცა როგორც სტამბულის სანაპირო დაცვის სამსახურმა განაცხადა, სრუტეები ჯერჯერობით ღიაა და მათ ჩაკეტვასთან დაკავშირებით არანაირი მითითება არ მიუღიათ.ამასთან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განმარტა, რომ თურქეთს შეუძლია ჩაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული სამხედრო ხომალდებისთვის, მაგრამ, მონტრეს კონვენციის თანახმად, რუსეთს თავისი ფლოტის ბაზებზე დაბრუნების უფლება მაინც ექნება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, ანკარაში უკრაინის ელჩმა ვასილი ბონდარმა თურქეთის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, დახუროს რუსეთის ავიაციისა და საზღვაო ხომალდებისთვის თურქეთის საჰაერო სივრცე და ასევე დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები. გარდა ამისა, ელჩმა მოუწოდა ანკარას, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს.
https://sputnik-georgia.com/20220225/cnobilia-turqetis-pasuxi-dardanelisa-da-bosforis-sruteebis-daxurvaze-264784612.html
თურქეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23266/25/232662500_199:0:2930:2048_1920x0_80_0_0_54f12eed4e1abd7b800696d4cbba013e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, თურქეთი , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, რუსეთი
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. უკრაინის მოთხოვნაზე, ანკარამ დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული ხომალდებისთვის, თურქეთის მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით, ორშაბათს იმსჯელებს, იუწყება თურქული ტელეარხი NTV.
„უკრაინა ანკარისგან, მონტრეს კონვენციის შესაბამისად, სრუტეების დაკეტვას მოითხოვს რუსული სამხედრო ხომალდებისთვის. მოსალოდნელია, რომ ეს მოთხოვნა სხდომაზე იქნება განხილული“, — იუწყება ტელეარხი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ ხომალდებს თურქეთის სრუტეების გავლით მოძრაობა უკვე აეკრძალათ. თუმცა როგორც სტამბულის სანაპირო დაცვის სამსახურმა განაცხადა, სრუტეები ჯერჯერობით ღიაა და მათ ჩაკეტვასთან დაკავშირებით არანაირი მითითება არ მიუღიათ.
ამასთან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განმარტა, რომ თურქეთს შეუძლია ჩაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული სამხედრო ხომალდებისთვის, მაგრამ, მონტრეს კონვენციის თანახმად, რუსეთს თავისი ფლოტის ბაზებზე დაბრუნების უფლება მაინც ექნება.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, ანკარაში უკრაინის ელჩმა ვასილი ბონდარმა თურქეთის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, დახუროს რუსეთის ავიაციისა და საზღვაო ხომალდებისთვის თურქეთის საჰაერო სივრცე და ასევე დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები. გარდა ამისა, ელჩმა მოუწოდა ანკარას, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს.