https://sputnik-georgia.com/20220228/saxelmwifo-agrodazrvevis-programasi-cvlilebebi-sevida-264863854.html
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებები შევიდა
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებები შევიდა
Sputnik საქართველო
აგროდაზღვევის პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს და ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც ბუნებრივი სტიქიით მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს.
2022-02-28T22:54+0400
2022-02-28T22:54+0400
2022-02-28T22:54+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24536/62/245366289_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_dcb7e5542ec7aee48f4944acf8133614.jpg
თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის პირობებით დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართობი 5 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში - 30 ჰექტრიდან 50 ჰექტრამდე იზრდება, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.უწყების ცნობით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა არის კვლავ 70%, ხოლო ვაზზე - 50%. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.„სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის ხელმისაწვდომობაა“, - აღნიშნავენ სამინისტროში.სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობასსახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გაცემულია 136 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 123 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 85.5 მლნ ლარი, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 57.7 მლნ ლარია.სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილ 100 ლარ სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებაზე 113.8 ლარი სადაზღვევო ანაზღაურება მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24536/62/245366289_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_2c51554a69daed4c847f5e5215ad0d1a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სახელმწიფო აგროდაზღვევა პროგრამა ცვლილებები
სახელმწიფო აგროდაზღვევა პროგრამა ცვლილებები
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებები შევიდა
აგროდაზღვევის პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს და ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც ბუნებრივი სტიქიით მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს.
თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის პირობებით დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართობი 5 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში - 30 ჰექტრიდან 50 ჰექტრამდე იზრდება, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა არის კვლავ 70%, ხოლო ვაზზე - 50%. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.
„სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის ხელმისაწვდომობაა“, - აღნიშნავენ სამინისტროში.
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გაცემულია 136 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 123 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 85.5 მლნ ლარი, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 57.7 მლნ ლარია.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილ 100 ლარ სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებაზე 113.8 ლარი სადაზღვევო ანაზღაურება მოდის.