მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები ბელარუსში დილით გაიმართება

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიბელარუსში შესასვლელი
ბელარუსში შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ადგილი ალექსანდროვკა-ვილჩას სასაზღვრო-გამშვები პუნქტი იქნება
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. უკრაინის დელეგაცია რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე ბელარუსში პოლონეთის გავლით მიემგზავრება, შეხვედრა სავარაუდოდ ორშაბათს დილით შედგება, განუცხადა РИА Новости-ს მოლაპარაკებების ორგანიზატორებთან დაახლოებულმა პირმა, ბელარუსმა პოლიტოლოგმა იური ვოსკრესენსკიმ.
ვოსკრესენსკიმ ადრე РИА Новости-ს განუცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბელარუსში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნა დაავალა. პოლიტოლოგი ამბობდა, რომ შეხვედრა კვირას ბელარუსში ჩატარდებოდა, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია.
„მოლაპარაკებები გაიმართება ორშაბათს დილით იმის გამო, რომ უკრაინის დელეგაცია სიფრთხილის გამო მოდის არა სწორი გზით, გომელის გავლით, არამედ შემოვა (ბელარუსში - რედ.) პოლონეთის მხრიდან, „ვარშავის ხიდის“ გამშვები პუნქტის (ბრესტი) გავლით. გრძელი გზით მოდიან“, - განმარტა ვოსკრესენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ კვირას განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებაზე გომელის ოლქში დათანხმდა, სადაც რუსული დელეგაცია გაემგზავრა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის. მანამდე Sputnik-ბელარუსი იუწყებოდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ადგილი ალექსანდროვკა-ვილჩას გამშვები პუნქტი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0