მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისიის თავმჯდომარე: დროთა განმავლობაში ევროკავშირს უკრაინის თავის რიგებში ხილვა სურს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიურსულა ფონ დერ ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. უკრაინა ევროპული ქვეყანაა, რომელიც „ზოგ ევროპულ პროცესში“ მონაწილეობს და ევროკავშირს ამ ქვეყნის თავის რიგებში ხილვა სურს, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოცემა Euronews-თან ინტერვიუში.

„უკრაინა მონაწილეობს ზოგ ევროპულ პროცესში. მათ შორისაა ევროკავშირის ერთიან ბაზარში უკრაინული ბაზრის ინტეგრაცია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მაგალითად, ენერგეტიკაში, ასევე სხვა სფეროებში. დროთა განმავლობაში უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ქვეყანა ერთი ჩვენგანია და ჩვენ მისი ევროპულ ოჯახში ხილვა გვსურს“, — აღნიშნა ევროკომისიის თავმჯდომარემ.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები აწარმოა ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რა დროსაც, გარდა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და მაკროფინანსური დახმარების საკითხებისა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც წამოიჭრა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ევროკავშირს თავის რიგებში უკრაინის მიღება დაჩქარებული პროცედურით შესთავაზა. არსებული ცნობით, ირლანდიამ უკვე დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას.
წყარო: Euronews
ყველა ახალი ამბავი
0