დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 თებერვალი

© Albumarium / Caleb Ralstonვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 28 თებერვალია, ორშაბათი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. უთანხმოებები გარშემომყოფებთან, თუ ასეთი იყო, წარსულს ჩაბარდება. ადვილი იქნება სწავლა – ინფორმაციებს ადვილად დაიმახსოვრებთ. ადამიანები სიამოვნებით გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას და ეს მათ დააახლოებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 თებერვალი>>
ვერძი: შესაძლოა, ახალი საქმე, რომელსაც შეუდგებით, რთული აღმოჩნდეს, მაგრამ არანაირი დაბრკოლების წინაშე უკან არ დაიხევთ. აუცილებლად იპოვით საშუალებას მიზნის მისაღწევად. შესაძლებელია იღბლიანი შენაძენი, ასევე არაა გამორიცხული თანხის მიღება. ფინანსებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ინტუიციას მოუსმინოთ.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ
კურო: ძალიან გამოგადგებათ სიფრთხილე საქმეებში და უნარი, წინასწარ გათვალოთ თქვენი ნაბიჯების შედეგები. გამოგადგებათ ცოდნა და გამოცდილება და არ გარისკავთ იქ, სადაც ამის გარეშეც შეძლებთ მიზნის მიღწევას. შეძლებთ დაძაბული და უსიამოვნო მომენტების თავიდან აცილებას. საღამო კარგი დროა ოჯახური ღონისძიებებისთვის.
ტყუპი: დღე წარმატებულად დაიწყება. დილიდანვე შეგიძლიათ შეუდგეთ ახალ და რთულ საქმეებს. აუცილებლად მიხვდებით, როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ. არ არის გამორიცხული სასიამოვნო ნაცნობობა. ბევრს განიმსჭვალება თქვენ მიმართ სიმპათიით და არცაა გასაკვირი, რომ მათ თქვენთან დაახლოება მოინდომონ.
კირჩხიბი: დღის პირველი ნახევარი მშფოთვარედ ჩაივლის. ბევრი რამ გექნებათ გასაკეთებელი – როგორც ნაცნობი, ისე ახალი საქმეები. სიტუაციაში გარკვევაში ინტუიცია დაგეხმარებათ, ირგვლივ მყოფების რჩევებს კი ნაკლებად მოუსმინეთ. მოგვიანებით უფრო სასიამოვნო პერიოდი დადგება. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2020
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები
ლომი: დილით მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და ყველაფერი მოგვარდება. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ იფიქროთ მნიშვნელოვან საკითხებზე. მიხვდებით, როგორ მოაგვაროთ დაძაბული ურთიერთობები ახლობელ ადამიანთან.
ქალწული: დილით შესაძლებელია დასანანი გაუგებრობები, მაგრამ მალე ყველაფერი მოგვარდება. დღის მეორე ნახევარში თქვენი პრაქტიკულად ყველა წამოწყება იღბლიანი იქნება. გამოცდილება გიკარნახებთ, რაზე უნდა გაამახვილოთ პირველ რიგში ყურადღება. ახლობლები მხარს დაგიჭერენ. შეგიძლიათ მინი–შოპინგი მოაწყოთ.
სასწორი: დილით მნიშველოვანი მოვლენები არ გელოდებათ, მაგრამ დრო მაინც სასიამოვნოდ ჩაივლის. ურთიერთობების შესაძლებლობა გექნებათ მონატრებულ ადამიანებთან. დღის მეორე ნახევარი განსაკუთრებულად ნაყოფიერი იქნება. კარგი დროა სასარგებლო საქმეების გასაკეთებლად. მოსალოდნელზე კარგ შედეგებს მიიღებთ.
ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2018
ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი და საინტერესო ნიშნები
მორიელი: კარგი იქნება, თუ სწრაფი და მსუბუქი წარმატებებისა იმედი არ გექნებათ. რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, მზად იყავით, რომ ჯაფა დაგადგებათ. არაა გამორიცხული, რომ დაგჭირდეთ მიმართოთ იმ ადამიანს, რომელსაც ბოლო დროს ვერ ეწყობოდით. ეს თქვენს ურთიერთობებს წაადგება. საღამოს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ.
მშვილდოსანი: კარგი დღეა ძველ საქმეებთან დასაბრუნებლად. შეძლებთ იმის დამთავრებას, რაც აქამდე ვერ მოახერხეთ. გადაწყდება საკითხები, რომლებიც ბოლო დროს განერვიულებდათ. გაიგებთ ძალიან კარგ სიახლეს და ნათელი გახდება, რომ თქვენი ყველაზე თამამი გეგმების განხორციელებისთვის შესაფერისი დრო დადგა.
თხის რქა: დღე მარტივი არა, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. საჭირო შედეგების მისაღებად ძალისხმევა დაგჭირდებათ. შრომა თქვენ არ გაშინებთ და ჩანაფიქრზე უარს არ იტყვით, მიხვდებით, რომ საჭიროა საკუთარი გზის მოძებნა, იმპროვიზაციები და თამამი ექსპერიმენტები. საღამოს დაღლილობას იგრძნობთ. აუცილებლად დაისვენეთ.
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება
მერწყული: გაგახარებთ რაღაც იღბლიანი თანხვედრები, სასიამოვნო მოვლენები. ეს განწყობას აგიმაღლებთ. მიხვდებით, რომ მზად ხართ, რთულ საქმეს შეეჭიდოთ. პირველ გამარჯვებას მალე მიაღწევთ. ადამიანებთან კონტაქტს ადვილად ამყარებთ, იოლად პოულობთ მათთან საერთო ენას. ზოგიერთი თქვენგანი დღეს ახალ მეგობრებს შეიძენს.
თევზები: შესანიშნავი და საინტერესო დღე გელოდებათ. მალე გადაჭრით პრობლემებს, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ. ნათელი გახდება, თუ რა შეცდომები დაუშვით ადრე და როგორ გამოასწოროთ ისინი ახლა. კარგი დღეა საყიდლებისთვის. გაგიმართლებთ სიყვარულში, მათ შორის მათაც, ვისაც ამ გრძნობის ნაკლებას სჯერა.
ყველა ახალი ამბავი
0