დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 თებერვალი

© Pixabay / OrlandoSantanaნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 27 თებერვალია, კვირა. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
საკმაოდ მშვიდი, მაგრამ საინტერესო დღეა. ვითარებები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მწვავე კონფლიქტებს იწვევდა, შეიძლება ძალზე მსუბუქად გადაწყდეს, მაგალითად ხუმრობის ან ურთიერთმომგებიანი კომპრომისით. მთლიანობაში, კარგი დღეა ინტელექტუალური სამუშაოს, ანალიზისთვის, ასევე შეთანხმებებისთვის, საპასუხისმგებლო მოლაპარაკებებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 თებერვალი>>
ვერძი: მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი შენაძენები, თანხის მიღება, შემოსავლის ახალი არხის პოვნა. დღევანდელმა წამოწყებამ შეიძლება მოგება მაშინვე არ მოგცეთ, მაგრამ მთავარია, არ იზარმაცოთ. სავარაუდოდ, მომგებიანი იქნება თქვენი ბიზნესი მომსახურების, მედიცინის ან სხვა სფეროებში.
გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
ზოდიაქო: ოთხი ნიშანი და ნამდვილი სიყვარულის პოვნის უდიდესი შანსი მარტში
კურო: თქვენი ორგანიზმი სერიოზული გამოცდისთვის მზად არ არის. ასევე არასასურველია მძიმე დატვირთვა ფსიქიკაზე (ურთიერთობების გამორკვევა ოჯახში ან სამსახურში). უარი თქვით დიდ წამოწყებებზე, მაგრამ არ იზარმაცოთ. ცუდი არ იქნება, თუ მიხედავთ სახლის საქმეებს, საოფისე ყოველდღიურ რუტინას. გაგიმართლებთ წვრილმან შენაძენებში.
ტყუპი: არ ღირს დილის იდეებისა და მიღებული ინფორმაციის გამოყენება, როგორც თქვენი მოქმედებების საფუძველი. დღის განმავლობაში შესაძლებელია გეგმების შეცვლა, შეიძლება მიიღოთ ახალი ინფორმაცია, ან განწყობა შეგეცვალოთ. არაა გამორიცხული მოულოდნელი ცვლილებები და თან თქვენთვის მოუხერხებელ დროს.
კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა. მოვლენები მშვიდად განვითარდება არა მხოლოდ ნაცნობ პირობებში, არამედ მოგზაურობის დროს, სხვის ტერიტორიაზეც. დაგიცავთ უხილავი ძალა ან გავლენიანი პარტნიორი. შთაგონების მძლავრი წყარო შეიძლება გახდეს სიყვარული, მოგების მიღება, კეთილი საქმის გაკეთების შანსი, მოგზაურობა.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
ლომი: რთული იქნება სასიამოვნო ტონუსის შენარჩუნება. რაღაც მოვლენებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით მოუსმინოთ გარშემომყოფებს. გაქვთ შანსი, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. არ ღირს ირგვლივ მყოფების ყურადღების მიქცევა. თვითონ მოუსმინეთ მათ, ისწავლეთ.
ქალწული: ეცადეთ, მოერიოთ სიზარმაცეს, არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კულტურულ და სამეცნიერო საქმიანობაში აჯობებს, თუ მცირეოდენ გულწრფელი მაინც იქნებით. თუ გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ, თქვენი მთავარი კოზირი – ინტელექტი გამოიყენეთ.
სასწორი: რთული არ იქნება სამართლიანობის, წონასწორობისა და ჰარმონიის პრინციპების დაცვა. შესანიშნავი დღეა პრიორიტეტების განაწილების, გეგმების, პირადი ამოცანების დაზუსტებისთვის, ზოგადად, ნებისმიერი მიზანმიმართული ნაბიჯისთვის. თქვენგან უმრავლესობა სწორედ ასე, გათვლილი ნაბიჯებით იმოქმედებს.
ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2019
ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღის ატმოსფერო გაძლევთ საშუალებას, გადალახოთ ინერცია, გაიმარჯვოთ შიშზე, სიზარმაცეზე, მავნე ჩვევაზე. არაა გამორიცხული, რომ შეცვლა გაიძულონ სხვა ადამიანებმა ან გარემოებებმა. ახალ სიტუაციაზე მორგებაში კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ. გელოდებათ საუბრები სხვადასხვა თემაზე (რემონტზე, ბიზნესზე).
მშვილდოსანი: დღეს ყველაფერში გიმართლებთ. შეგიძლიათ, ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაშალოთ. განსაკუთრებულად გამორჩეული იქნებიან ქალები. კარგი დღეა მხატვრული ფოტოს გადასაღებად, ტანსაცმლის, არომატების, ვარცხნილობის, კოსმეტიკის შესარჩევად. სასიყვარულო პაემანი საოცარ საღამოში გადაიზრდება.
თხის რქა: დღეს თქვენი ყურადღება მიპყრობილი იქნება სახლისა და ოჯახის საქმეებზე. საუბრები შეიძლება გაუგებრობებით დაიწყოს. ურთიერთობები რომ სხვა კალაპოტში მოაქციოთ, ახალი მეთოდების მოძებნა მოგიწევთ. არ დანებდეთ, თუ პირველი მცდელობა არ გამოგივათ. არასასურველია ცვლილებები სახლში, საქმეებში, ურთიერთობებში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2019
ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“
მერწყული: არ ღირს იღბლის ძებნა ძველ გარემოცვასა და ინტერესთა ძველ სფეროებში. თუ მათი ერთგულება გინდათ შეინარჩუნოთ, მაშინ თქვენს შეხედულებებს გადახედეთ და „საყრდენი წერტილი“ გადაანაცვლეთ. ცვლილებებია მოსალოდნელი საცხოვრებელ პირობებში, ახლო საურთიერთობო წრეში. საღამოს სერიოზული მუშაობის დრო დადგება.
თევზები: იღბლიანი დღეა მათთვის, ვინც განათლებას იღებს, იმყოფება საზღვარგარეთ, ჩართულია სასამართლო დავაში, საქმე აქვს დიდ აუდიტორიასთან, გუნდთან. შეგიძლიათ გამოხვიდეთ მასწავლებლის, მფარველის ან მოსწავლის როლში, რომელსაც ხელმძღვანელი ესაჭიროება. შესაძლებელია სასიამოვნო ინფორმაციის მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0