მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების გამართვის ადგილად თურქეთი შესთავაზა

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკში თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიფ ერდოღანი
 თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2022
გამოწერა
როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ანკარამ არსებული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა დიპლომატიურ დონეზე
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა შესთავაზა შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.
„ჩვენს რეგიონში მორიგი ომის მოწმენი ვართ. პრეზიდენტმა ერდოღანმა შესთავაზა შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის, რადგან ორივე ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს", - წერს ალთუნი Twitter-ზე.
როგორც თურქმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, „ანკარამ არსებული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა დიპლომატიურ დონეზე“.
მისი თქმით, თურქეთის მოწოდებები გაეროს სისტემის რეფორმირების შესახებ იგნორირებული იყო და ახლა ყველამ დაინახა ამის საშინელი შედეგები.
ალთუნის თვალსაზრისით, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუკი ანკარას მოწოდებებს შეისმენდნენ.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ დიპლომატიური გადაწყვეტისკენ, მაგრამ ახლა რეალური ომის წინაშე დავდექით. საერთაშორისო თანამეგობრობაში ერთიანობის არარსებობა მთელ რიგ რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე სერიოზული პრობლემა იყო, იგივე იყო რუსეთულ-უკრაინული კრიზისის დროსაც“, - განაცხადა ალტუნმა.
როგორც ერდოღანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, თურქეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდი და კომენტარი არსებობს.
„თურქეთის დიპლომატიური ნაბიჯები და მისი კოორდინაცია მოკავშირეებთან ყოველთვის მიმართულია კონფლიქტის სწრაფ და მშვიდობიან მოგვარებაზე. ამაში ეჭვი არავის ეპარება. თურქეთს სჯერა დიპლომატიის კონსტრუქციული და შემოქმედებითი ძალის და ყველა კრიზისში ყველა დიპლომატიური შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს“, - განაცხადა ალტუნმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასის რესპუბლიკების ხელმძღვანელების მხრიდან დახმარების თხოვნაზე საპასუხოდ 24 თებერვალს დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს, მიზანია „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები არ აყენებენ დარტყმებს ქალაქებს, არამედ მწყობრიდან გამოჰყავთ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, ამიტომ სამოქალაქო მოსახლეობას არაფერი ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0