https://sputnik-georgia.com/20220226/nona-gafrindasvilma-premier-ministris-gadawyvetilebas-mxari-dauwira-264814667.html
ნონა გაფრინდაშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
ნონა გაფრინდაშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს
2022-02-26T19:45+0400
2022-02-26T19:45+0400
2022-02-26T20:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/76/247287655_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_05a15c2ecf4163c5658998c5230faa42.jpg
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე უკრაინაში სიტუაციის გამწვავების გამო რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების ახალი პაკეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ეროვნული ინტერესების ფა ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.მოჭადრაკის განცხადებით, საქართველომ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რაც ხელეწიფება, რის შესაძლებლობაც აქვს, ხოლო ის, რაც ქვეყანას კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენებს, აბსოლუტურად მიუღებელია.21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.მთავრობის „სტრატკომმა“ ირაკლი ღარიბაშვილი დაიცვა >>პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/76/247287655_194:0:2417:1667_1920x0_80_0_0_518a7941c7df3865d33d13909647fc40.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნონა გაფრინდაშვილი პრემიერი გადაწყვეტილება მხარდაჭერა
ნონა გაფრინდაშვილი პრემიერი გადაწყვეტილება მხარდაჭერა
ნონა გაფრინდაშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
19:45 26.02.2022 (განახლებულია: 20:31 26.02.2022) პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე უკრაინაში სიტუაციის გამწვავების გამო რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების ახალი პაკეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ეროვნული ინტერესების ფა ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.
„ხელისუფლება აკეთებს იმას, რის შესაძლებლობაც მას აქვს – ეხმარება უკრაინელ ხალხს. მორალური იქნება თუ პოლიტიკური, ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები მისაღებია. მე ვეთანხმები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, საქართველომ რუსეთს სანქციები არ უნდა დაუწესოს“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მოჭადრაკის განცხადებით, საქართველომ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რაც ხელეწიფება, რის შესაძლებლობაც აქვს, ხოლო ის, რაც ქვეყანას კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენებს, აბსოლუტურად მიუღებელია.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.