https://sputnik-georgia.com/20220225/semeki-tbilisshi-moqmedi-energokompaniebi-dajarimdebian-264797129.html
სემეკი: თბილისში მოქმედი ენერგოკომპანიები დაჯარიმდებიან
სემეკი: თბილისში მოქმედი ენერგოკომპანიები დაჯარიმდებიან
Sputnik საქართველო
დარღვევების შესახებ ანგარიში მომავალ კვირაში დაგეგმილ კომისიის სხდომაზე იქნება წარდგენილი.
2022-02-25T18:19+0400
2022-02-25T18:19+0400
2022-02-25T22:53+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/32/234433278_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_0161972bd84729cd7b0170e60e9b5a46.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ენერგომიმწოდებელი და ენერგოგამანაწილებელი კომპანიების - „თელასისა" და „თელმიკოს" მუშაობაში დარღვევები გამოავლინა და კომპანიებს საჯარიმო სანქციები ემუქრება, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.სემეკის სპეციალისტები აღნიშნულ კომპანიებში შემოწმებას 7 თებერვლიდან აწარმოებენ. სემეკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოქალაქეთა საჩივრები. კერძოდ, საქმე ეხება დეკემბრისა და იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით განხორციელდა.როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დარღვევები ძირითადად კომპანია „თელასში“ გამოვლინდა. დარღვევების შესახებ ანგარიში კომისიის მომავალ კვირაში დაგეგმილ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი. „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი ენერგომიმწოდებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასის" ფუნქციები გაიყო და მომხმარებლის მომსახურების ნაწილში ის კომპანია „თელმიკომ" ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.
https://sputnik-georgia.com/20220203/semeki-telmikosa-da-telasshi-shedis-264114140.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/32/234433278_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_647109dcaccd5faee469e712d77d0398.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სემეკი დავით ნარმანია თელასი თელმიკო
საქართველო სემეკი დავით ნარმანია თელასი თელმიკო
სემეკი: თბილისში მოქმედი ენერგოკომპანიები დაჯარიმდებიან
18:19 25.02.2022 (განახლებულია: 22:53 25.02.2022) დარღვევების შესახებ ანგარიში კომისიის მომავალ კვირაში დაგეგმილ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ენერგომიმწოდებელი და ენერგოგამანაწილებელი კომპანიების - „თელასისა" და „თელმიკოს" მუშაობაში დარღვევები გამოავლინა და კომპანიებს საჯარიმო სანქციები ემუქრება, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
სემეკის სპეციალისტები აღნიშნულ კომპანიებში შემოწმებას 7 თებერვლიდან აწარმოებენ. სემეკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოქალაქეთა საჩივრები. კერძოდ, საქმე ეხება დეკემბრისა და იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით განხორციელდა.
„გამოვლენილი დარღვევები ჩვენ „თელასისა“ და „თელმიკოს“ დაჯარიმების საფუძველს გვაძლევს, ამ საკითხის განხილვა კომისიის სხდომაზე მოხდება“, – განაცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებთან.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დარღვევები ძირითადად კომპანია „თელასში“ გამოვლინდა. დარღვევების შესახებ ანგარიში კომისიის მომავალ კვირაში დაგეგმილ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.
„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი ენერგომიმწოდებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასის" ფუნქციები გაიყო და მომხმარებლის მომსახურების ნაწილში ის კომპანია „თელმიკომ" ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.