საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინტერაქტიული პორტალი შეიქმნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, თავისუფლების მოედანი
თბილისი, თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
„საქსტატის“ ვებ-გვერდზე ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ მონაცემების გავრცელებისა და ვიზუალიზაციისთვის სპეციალური პორტალი შეიქმნა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ახალი პორტალი მონაცემთა გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინტერაქტიულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს სთავაზობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ მაჩვენებლებს სხვადასხვა ჭრილში.
ახალი პორტალის მეშვეობით მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, სურვილისა და საჭიროების შესაბამისად მოახდინონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემთა გენერირება ქვეყანა-სექტორის ან სექტორი-ქვეყნის ჭრილში, შეადარონ ორი საანგარიშო პერიოდის FDI ძირითადი ქვეყნების, სექტორების და კომპონენტების მიხედვით და ა.შ.
პორტალზე განთავსებულია მსოფლიოს ინტერაქტიული რუკა, რომელზეც წარმოდგენილია მონაცემები საქართველოს პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, რაც წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას. აქვე განთავსებულია მონაცემთა აღრიცხვისას გამოყენებული კლასიფიკაციები, მაჩვენებელთა გაანგარიშების მეთოდოლოგია, მათ შორის ვიდეორგოლი სურდო-თარჯიმნის გახმოვანებით და მეტამონაცემები.
რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას 2022 წელს: ექსპერტების პროგნოზი>>>
დღეიდან „საქსტატის“ ვებ-გვერდზე ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, მასზე არსებულ მონაცემთა განახლება განხორციელდება ყოველკვარტალურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გავრცელების პარალელურად.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა. ეს ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. გასულ წელს ინვესტიციების მოცულობა უმნიშვნელოდ გაიზარდა – 2020 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3,2%-ით და 728,4 მლნ დოლარი შეადგინა.
ვითარების გამოსასწორებლად ხელისუფლება გეგმავს პასიური პოლიტიკა შეცვალოს – 2022 წელს ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს მიდგომა გაცილებით აგრესიული პოლიტიკით შეცვალოს და არ დაელოდოს, ინვესტორები თავად როდის დაინტერესდებიან საქართველოთი. უწყება გეგმავს პროაქტიულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ინვესტორების სხვადასხვა ქვეყნებში მოძიებას.
წყარო: საქსტატი
ყველა ახალი ამბავი
0