https://sputnik-georgia.com/20220225/sanqciebi-xels-ar-seuslis-vtb-banks-musaobasi-saqartvelos-erovnuli-banki-264786281.html
სანქციები ხელს არ შეუშლის VTB ბანკის მუშაობას საქართველოში – საქართველოს ეროვნული ბანკი
სანქციები ხელს არ შეუშლის VTB ბანკის მუშაობას საქართველოში – საქართველოს ეროვნული ბანკი
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა VTB ბანკთან, სანქციების დაწესების შემთხვევაში, ადრევე შეიმუშავა სამოქმედო გეგმა.
2022-02-25T14:38+0400
2022-02-25T14:38+0400
2022-02-25T20:32+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/27/237272709_0:108:2000:1233_1920x0_80_0_0_1bdac7e543c58b4cd74e265840317a0d.jpg
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსული VTB ბანკის მიმართ საქართველოში კლიენტებს პრობლემებს არ შეუქმნის, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. მიმდინარე წლის 24 თებერვლის დილის 6 საათზე რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკები Sberbank, VTB, Sovcombank, Novikombank, Otkritie Bank, Promsvyazbank დასავლეთის სახელმწიფოების სანქციების ქვეშ მოექცა.ამასთან, აღინიშნება, რომ VTB ბანკი საქართველოში არის გადახდისუნარიანი და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული.ევროკომისია: ახალი სანქციები რუსეთის საბანკო სექტორის 70%-ს შეეხება>>სანქციები ითვალისწინებს შეზღუდვას ოპერაციებზე დოლარში, ევროში, ფუნტ სტერლინგში და სხვა ვალუტაში. შეზღუდვები 26 მარტიდან ამოქმედდება.ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი განაგრძობს მუშაობას ამ შეზღუდვების პირობებში. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში კი საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/27/237272709_106:0:1895:1342_1920x0_80_0_0_1c14d41ecc22a900b7259b86ac7a5191.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები vtb ბანკი ეროვნული საქმიანობა
სანქციები vtb ბანკი ეროვნული საქმიანობა
სანქციები ხელს არ შეუშლის VTB ბანკის მუშაობას საქართველოში – საქართველოს ეროვნული ბანკი
14:38 25.02.2022 (განახლებულია: 20:32 25.02.2022) 26 მარტიდან VTB ბანკს ეზღუდება ოპერაციები დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსული VTB ბანკის მიმართ საქართველოში კლიენტებს პრობლემებს არ შეუქმნის, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. მიმდინარე წლის 24 თებერვლის დილის 6 საათზე რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკები Sberbank, VTB, Sovcombank, Novikombank, Otkritie Bank, Promsvyazbank დასავლეთის სახელმწიფოების სანქციების ქვეშ მოექცა.
„პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, VTB ბანკიც და საქართველოს ეროვნული ბანკიც სრულ მზადყოფნაშია“, – ნათქვამია რეგულატორის ინფორმაციაში.
ამასთან, აღინიშნება, რომ VTB ბანკი საქართველოში არის გადახდისუნარიანი და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული.
სანქციები ითვალისწინებს შეზღუდვას ოპერაციებზე დოლარში, ევროში, ფუნტ სტერლინგში და სხვა ვალუტაში. შეზღუდვები 26 მარტიდან ამოქმედდება.
ინფორმაციაში ასევე
ნათქვამია, რომ ბანკი განაგრძობს მუშაობას ამ შეზღუდვების პირობებში. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში კი საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსები.