მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისია: ახალი სანქციები რუსეთის საბანკო სექტორის 70%-ს შეეხება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ევროკავშირის სანქციების მეორე პაკეტი რუსეთის საბანკო ბაზრისა და კომპანიების უდიდეს ნაწილს შეეხება, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ეს პაკეტი მოიცავს ფინანსურ სანქციებს, რომლებიც რუსეთის საბანკო ბაზრისა და საკვანძო სახელმწიფო კომპანიების 70%-ს შეეხება, მათ შორის, თავდაცვითს“, − აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მისი განმარტებით, ევროკავშირს ასევე სურს ჩამოართვას რუს დიპლომატებსა და ბიზნესმენებს ევროპულ ქვეყნებზე წვდომა.
„დიპლომატებსა და მათთან დაკავშირებულ ჯგუფებს, ასევე ბიზნესმენებს აღარ ექნებათ ევროპულ ქვეყნებზე პრივილეგირებული წვდომა“, − განაცხადა მან, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
მსოფლიო დღეს
ზელენსკი: უკრაინა მარტო იბრძვის – ვრცელდება ახალი ვიდეომიმართვა
გარდა ევროკომისიის თავმჯდომარისა, სამიტის შედეგებზე ისაუბრეს ევროსაბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მათი თქმით, ევროპამ „დილით ახალ მსოფლიოში გაიღვიძა“.
მიმდინარე წლის 24 თებერვლის დილის 6 საათზე რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოპერაციის მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ დაასახელა და განაცხადა, რომ მეზობელი სახელმწიფო „ნაცისტებისგან“ უნდა გაიწმინდოს.
რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის ფონზე უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. რუსეთის ქმედებები მკაცრად დაგმეს მსოფლიოს ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა − ნატომ, ევროკავშირმა, ევროკომისიამ, გაერომ და ა.შ. შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის უმსხვილეს ბანკებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის, „სბერბანკსა“ და ВТБ-ს სანქციები დაუწესეს. ამასთან ვრცელდება განცხადებები, რომ დასავლეთის ახალი ანტირუსული სანქციები უპრეცედენტოდ მკაცრი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0