https://sputnik-georgia.com/20220225/ruseti-evrovizia2022-konkursidan-moxsnes-264801533.html
რუსეთი „ევროვიზია 2022“-ის კონკურსიდან მოხსნეს
რუსეთი „ევროვიზია 2022“-ის კონკურსიდან მოხსნეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ევროპულმა მაუწყებლობის კავშირმა (EBU) განაცხადა, რომ 2022 წლის „ევროვიზიის“ კონკურსში რუსეთი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. 25.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-25T21:33+0400
2022-02-25T21:33+0400
2023-08-17T19:45+0400
რუსეთი
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/17/251806155_0:188:2973:1860_1920x0_80_0_0_50475ae29001095197639468151a4011.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ევროპულმა მაუწყებლობის კავშირმა (EBU) განაცხადა, რომ 2022 წლის „ევროვიზიის“ კონკურსში რუსეთი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.ორგანიზაციის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა „უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის“ გამო. რუსეთის მასში მონაწილეობა „ნეგატიურად იმოქმედებს კონკურსის რეპუტაციაზე“.მანამდე უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო კონკურსიდან რუსეთის მოხსნა ფინურმა მაუწყებელმა YLE-მ მოითხოვა. ანალოგიური მოთხოვნა წამოაყენა ხუთშაბათს შვედეთმაც. 24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“. პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
https://sputnik-georgia.com/20220225/dumis-vice-spikeri-rusetis-gareshe-evropis-sabcho-sheuzlebelia-264801086.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/17/251806155_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_4f2be4fe5f4de8c99e503af864bd2002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
რუსეთი, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
რუსეთი „ევროვიზია 2022“-ის კონკურსიდან მოხსნეს
21:33 25.02.2022 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ევროპულმა მაუწყებლობის კავშირმა (EBU) განაცხადა, რომ 2022 წლის „ევროვიზიის“ კონკურსში რუსეთი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
ორგანიზაციის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა „უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის“ გამო. რუსეთის მასში მონაწილეობა „ნეგატიურად იმოქმედებს კონკურსის რეპუტაციაზე“.
მანამდე უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო კონკურსიდან რუსეთის მოხსნა ფინურმა მაუწყებელმა YLE-მ მოითხოვა. ანალოგიური მოთხოვნა წამოაყენა ხუთშაბათს შვედეთმაც.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.