დუმის ვიცე-სპიკერი: შეუძლებელია ევროპის საბჭო რუსეთის გარეშე იყოს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის დუმა
რუსეთის დუმა - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ევროპის საბჭოში რუსეთის გარეშე სიმართლე არ იქნება, განაცხადა სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პიოტრ ტოლსტოიმ ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით.
პარასკევს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობის უფლება შეუჩერა. რუსეთი რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილედ, მაგრამ კარგავს წარმომადგენლობის უფლებას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში.

„რუსეთი დარჩება ყველაზე დიდ ევროპულ ქვეყნად, რომლის გარეშეც ევროპის საბჭო უბრალოდ ვერ იქნება და საჭიროც არაა. რადგანაც მასში არ იქნება სიმართლე“, – ციტირებს ტოლსტოის სიტყვებს РИА Новости.

ევროსაბჭომ რუსეთისთვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის სპეციალური საბრძოლო მოქმედებების დაწყების მეორე დღეს მიიღო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
მსოფლიო დღეს
ევროკომისია: ახალი სანქციები რუსეთის საბანკო სექტორის 70%-ს შეეხება
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყარო: РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0