https://sputnik-georgia.com/20220225/premieri-saqartvelo-xelisuflebis-pragmatulobis-wyalobit-usafrtxodaa-264791539.html
პრემიერი: საქართველო უსაფრთხოდაა ხელისუფლების პრაგმატულობის წყალობით
პრემიერი: საქართველო უსაფრთხოდაა ხელისუფლების პრაგმატულობის წყალობით
Sputnik საქართველო
ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2022-02-25T16:49+0400
2022-02-25T16:49+0400
2022-02-25T21:25+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო
ახალი ამბები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
უკრაინა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425517_0:65:1280:786_1920x0_80_0_0_0ab4edb8dcab9f07831127404076bd05.jpg
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საბჭოს ჩატარების ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავს – საქართველოს არაფერი ემუქრება, მან რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებას მიაღწია.უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევის აუცილებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის საომარი ოპერაცია უკრაინაში.მან მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოს არაფერი ემუქრება.„არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით, პრაგმატული, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას... ჩვენ რუსეთთანაც მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს – პრემიერი>>სიტუაციის დასტაბილურება, პრემიერის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.ამასთან პრემიერმა საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც პარასკევს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვდა, უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ სხდომაზე მივიდოდა პრემიერი და რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებდნენ.სხდომა „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა და განაცხადა, რომ ოპოზიცია უკრაინის თემით მანიპულირებს.პრემიერის თქმით, ოპოზიციის მიზანი პროვოკაციების მოწყობაა.„უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრის მომცემი. პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა უკრაინის მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425517_15:0:1175:870_1920x0_80_0_0_6df1705baa88ced0b3953f6675b95bde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრემიერი ღარიბაშვილი საფრთხე პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი საფრთხე პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო უსაფრთხოდაა ხელისუფლების პრაგმატულობის წყალობით
16:49 25.02.2022 (განახლებულია: 21:25 25.02.2022) რუსეთთან მიმართებით დაძაბულობის შემცირება საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საბჭოს ჩატარების ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავს – საქართველოს არაფერი ემუქრება, მან რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებას მიაღწია.
უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევის აუცილებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის საომარი ოპერაცია უკრაინაში.
„უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა პიარის თანხლებით და რაღაც შოუს დადგმა არ არის ჩემი ხელწერა. მე საქმეზე ვფიქრობ მხოლოდ და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოს არაფერი ემუქრება.
„არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით, პრაგმატული, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას... ჩვენ რუსეთთანაც მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სიტუაციის დასტაბილურება, პრემიერის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ამასთან პრემიერმა საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც პარასკევს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვდა, უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ სხდომაზე მივიდოდა პრემიერი და რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებდნენ.
სხდომა „ქართულმა ოცნებამ“
ჩაშალა და განაცხადა, რომ ოპოზიცია უკრაინის თემით მანიპულირებს.
„რა თქმა უნდა, არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებითა და ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის მიზანი პროვოკაციების მოწყობაა.
„უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრის მომცემი. პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა უკრაინის მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.