https://sputnik-georgia.com/20220225/saqartvelo-rusetis-winaarmdeg-ekonomikur-sanqciebsi-monawileobas-ar-miirebs-premieri-264782672.html
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს – პრემიერი
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს – პრემიერი
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილის განცხადებით, ფინანსური და ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედის
2022-02-25T12:31+0400
2022-02-25T12:31+0400
2023-07-20T15:54+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
უკრაინა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259789313_0:107:1280:827_1920x0_80_0_0_147962950151be1180b03f645c2e8feb.jpg
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში არ მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთთან მიმართებით შეზღუდვის ზომების ახალი პაკეტი დააწესონ. ეს უკრაინაში გამწვავებულ ვითარებას უკავშირდება.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელებს „მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით".21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმებში „არ შედის უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა“.რუსეთის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259789313_0:21:1109:853_1920x0_80_0_0_e32f4b4c1135a79b2375aef19cdc1b8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრემიერი სანქციები რუსეთი ეკონომიკური ღარიბაშვილი
პრემიერი სანქციები რუსეთი ეკონომიკური ღარიბაშვილი
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს – პრემიერი
12:31 25.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) საქართველო გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში არ მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთთან მიმართებით შეზღუდვის ზომების ახალი პაკეტი დააწესონ. ეს უკრაინაში გამწვავებულ ვითარებას უკავშირდება.
„საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას", – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელებს „მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით".
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმებში „არ შედის უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა“.
რუსეთის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.