https://sputnik-georgia.com/20220225/mamraze-tbilisis-gadawyvetilebaze-ar-seuertdes-rusetis-einaarmdeg-sanqciebs-264793457.html
ქართველი ექსპერტი თბილისის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს
ქართველი ექსპერტი თბილისის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს
Sputnik საქართველო
ქართველი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა. დღევანდელ პირობებში თბილისის ნებისმიერმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს, მიიჩნევს მამრაძე.
2022-02-25T17:02+0400
2022-02-25T17:02+0400
2022-02-25T21:27+0400
საქართველო
ახალი ამბები
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260302638_0:90:1280:811_1920x0_80_0_0_98204fe7513f8fbc871dc75be8c9c40b.jpg
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯი გადადგა, როდესაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებთან მიერთებაზე, მიიჩნევს საქართველოს სტრატეგიისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება. პრემიერი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მან ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.მამრაძემ დასძინა, რომ „მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა ავანტიურამ 2008 წელს მიგვიყვანა იმ რეალობასთან, რომელიც ახლა საქართველოს აქვს. შესაბამისად, დღევანდელ პირობებში ხელისუფლების ნებისმიერმა არასწორმა მოძრაობამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს – პრემიერი>>21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმებში „არ შედის უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა“.რუსეთის მიერ საომარი ოპერაციის დაწყების მერე უკრაინამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260302638_229:87:1081:726_1920x0_80_0_0_a8f7c91a3c46596ad258390763573e70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექსპერტი მამრაძე გადაწყვეტილება თბილისი სანქციები
ექსპერტი მამრაძე გადაწყვეტილება თბილისი სანქციები
ქართველი ექსპერტი თბილისის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს
17:02 25.02.2022 (განახლებულია: 21:27 25.02.2022) საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერმა არასწორმა მოძრაობამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს, აღნიშნა ექსპერტმა.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯი გადადგა, როდესაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებთან მიერთებაზე, მიიჩნევს საქართველოს სტრატეგიისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება. პრემიერი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მან ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
„აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. ამ შემთხვევაში მთავრობამ, რომელიც არაერთხელ გავაკრიტიკე, სწორი ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა ექსპერტმა РИА Новости-სთან საუბრისას.
მამრაძემ დასძინა, რომ „მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა ავანტიურამ 2008 წელს მიგვიყვანა იმ რეალობასთან, რომელიც ახლა საქართველოს აქვს. შესაბამისად, დღევანდელ პირობებში ხელისუფლების ნებისმიერმა არასწორმა მოძრაობამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმებში „არ შედის უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა“.
რუსეთის მიერ საომარი ოპერაციის დაწყების მერე უკრაინამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.