https://sputnik-georgia.com/20220225/eleqtronulireceptebis-sistema-1-martidan-amoqmeddeba-264780108.html
ელექტრონული რეცეპტის სისტემა 1 მარტიდან ამოქმედდება
ელექტრონული რეცეპტის სისტემა 1 მარტიდან ამოქმედდება
Sputnik საქართველო
ყველა დაწესებულება და ექიმი 1 მარტიდან ვალდებული იქნება მეორე ჯგუფისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად. გამონაკლისი იქნებია მხოლოდ სოფლის ექიმები
2022-02-25T12:56+0400
2022-02-25T12:56+0400
2022-02-25T19:30+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24810/06/248100611_0:0:2477:1393_1920x0_80_0_0_af36d811ce7afb1cd4a5020792c5b967.jpg
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი 1 მარტიდან ვალდებული იქნება მეორე ჯგუფისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა N3 რეცეპტის საშუალებით. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, ექიმი ასევე ვალდებულია სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი.მოთხოვნა გავრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც. რეცეპტის ქაღალდზე გამოწერის საშუალება, გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ექნებათ.ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებს უჩნდებათ ვალდებულება, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცენ მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად, ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდება>>უფრო ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და, შესაბამისად, წამლებზე ფასების შემცირებას.საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24810/06/248100611_1:0:2172:1628_1920x0_80_0_0_13ab57a716a24fef20d67d071204ea9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ელექტრონული რეცეპტები სისტემა საქართველო
ელექტრონული რეცეპტები სისტემა საქართველო
ელექტრონული რეცეპტის სისტემა 1 მარტიდან ამოქმედდება
12:56 25.02.2022 (განახლებულია: 19:30 25.02.2022) მოთხოვნა ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც. გამონაკლისის სახით, რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა მხოლოდ სოფლის ექიმებს ექნებათ.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი 1 მარტიდან ვალდებული იქნება მეორე ჯგუფისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა N3 რეცეპტის საშუალებით. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ექიმი ასევე ვალდებულია სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი.
მოთხოვნა გავრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც. რეცეპტის ქაღალდზე გამოწერის საშუალება, გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ექნებათ.
ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებს უჩნდებათ ვალდებულება, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცენ მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად, ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.
უფრო ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და, შესაბამისად, წამლებზე ფასების შემცირებას.
საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.