https://sputnik-georgia.com/20220217/saqartvelosi-importirebuli-medikamentebis-xarisxis-kontroli-gamkacrdeba-264538949.html
საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდება
საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდება
Sputnik საქართველო
იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლის დანერგვა თურქული მედიკამენტების ქართულ ბაზარზე შემოსვლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს
2022-02-17T20:21+0400
2022-02-17T20:21+0400
2022-02-17T20:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249027427_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_8b38db94591f038a513740fd396c3bf0.jpg
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ქვეყანაში შემოტანილ მედიკამენტებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიკატი უნდა გააჩნდეს..GMP არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს იმ ნორმებსა და წესებს, რომელთა შესრულებით მიიღწევა წარმოების პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა ყველა ეტაპზე, მათ შორის პროდუქციის შენახვასა და ტესტირების დროს. GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებებით, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის დროს იმპორტიორებისთვის სავალდებულო გახდა ფარმაცევტული პროდუქტის GMP სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომელიც შესწორებების ინიციატორია, ცვლილებები ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს.იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლის დანერგვა თურქული მედიკამენტების ქართულ ბაზარზე გამოჩენის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს.საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამისი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ელოდება, რომ ბაზარზე გაზრდილი კონკურენცია დადებითად აისახება ფასებზე.საქართველოს მოქალაქეები წლებია უჩივიან მედიკამენტების მაღალ ფასს, რომელიც მეზობელ თურქეთში სამ-ოთხჯერ იაფი ღირს.დღეს საქართველოს არაერთი მოქალაქე წამლების შესაძენად თურქეთში მიემგზავრება, რადგან მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებითაც კი მათ წამლების ყიდვა მეზობელ სახელმწიფოში უფრო იაფი უჯდებათ.წყარო - „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249027427_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_c560c70828d20e11f4ad2e14e89a8a62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იმპორტი მედიკამენტები ხარისხი კონტროლი გამკაცრება
იმპორტი მედიკამენტები ხარისხი კონტროლი გამკაცრება
საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდება
იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლის დანერგვა თურქული მედიკამენტების ქართულ ბაზარზე შემოსვლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ქვეყანაში შემოტანილ მედიკამენტებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიკატი უნდა გააჩნდეს..
GMP არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს იმ ნორმებსა და წესებს, რომელთა შესრულებით მიიღწევა წარმოების პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა ყველა ეტაპზე, მათ შორის პროდუქციის შენახვასა და ტესტირების დროს. GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებებით, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის დროს იმპორტიორებისთვის სავალდებულო გახდა ფარმაცევტული პროდუქტის GMP სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.
„მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნა ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თანაბარი მიდგომები ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომელიც შესწორებების ინიციატორია, ცვლილებები ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს.
იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლის დანერგვა თურქული მედიკამენტების ქართულ ბაზარზე გამოჩენის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამისი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ელოდება, რომ ბაზარზე გაზრდილი კონკურენცია დადებითად აისახება ფასებზე.
საქართველოს მოქალაქეები წლებია უჩივიან მედიკამენტების მაღალ ფასს, რომელიც მეზობელ თურქეთში სამ-ოთხჯერ იაფი ღირს.
დღეს საქართველოს არაერთი მოქალაქე წამლების შესაძენად თურქეთში მიემგზავრება, რადგან მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებითაც კი მათ წამლების ყიდვა მეზობელ სახელმწიფოში უფრო იაფი უჯდებათ.