https://sputnik-georgia.com/20220225/bsec-ukrainisgan-rusuli-gemebistvis-sruteebis-chaketvis-txovna-ar-miugia-264797714.html
BSEC-ს არ მიუღია უკრაინისგან მიმართვა რუსული გემებისთვის სრუტეების ჩაკეტვის შესახებ
BSEC-ს არ მიუღია უკრაინისგან მიმართვა რუსული გემებისთვის სრუტეების ჩაკეტვის შესახებ
Sputnik საქართველო
კიევი რუსული სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვას ითხოვს. 25.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-25T18:41+0400
2022-02-25T18:41+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
უკრაინა
თურქეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23894/17/238941732_0:175:902:683_1920x0_80_0_0_bcb45be1b136792179943f37b81fdc16.jpg
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. უკრაინას არ მიუმართავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისთვის (BSEC) რუსული სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვის თხოვნით.მანამდე უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბონდარმა განაცხადა, რომ კიევი ანკარისგან მოითხოვს რუსული გემებისთვის სრუტეების ჩაკეტვას. ანკარაში, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ თურქეთს შეუძლია სრუტეების ჩაკეტვა, მაგრამ რუსეთს ბაზაზე თავისი ფლოტის დაბრუნების უფლება ექნება.შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია აერთიანებს 13 ქვეყანას: აზერბაიჯანს, ალბანეთს, სომხეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთს, რუმინეთს, სერბეთს, თურქეთს, უკრაინას, ჩრდილოეთ მაკედონიას. ზოგიერთ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სტრუქტურას ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს. 21 თებერვალს პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.24 თებერვალს ტელევიზიით მოსახლეობისადმი მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.წყარო: РИА Новости
https://sputnik-georgia.com/20220225/cnobilia-turqetis-pasuxi-dardanelisa-da-bosforis-sruteebis-daxurvaze-264784612.html
უკრაინა
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23894/17/238941732_0:116:756:683_1920x0_80_0_0_1363914050a0fad53dfb4c7f807daa0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, უკრაინა , თურქეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, უკრაინა , თურქეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
BSEC-ს არ მიუღია უკრაინისგან მიმართვა რუსული გემებისთვის სრუტეების ჩაკეტვის შესახებ
18:41 25.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) კიევი რუსული სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვას ითხოვს.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. უკრაინას არ მიუმართავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისთვის (BSEC) რუსული სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვის თხოვნით.
მანამდე უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბონდარმა განაცხადა, რომ კიევი ანკარისგან მოითხოვს რუსული გემებისთვის სრუტეების ჩაკეტვას. ანკარაში, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ თურქეთს შეუძლია სრუტეების ჩაკეტვა, მაგრამ რუსეთს ბაზაზე თავისი ფლოტის დაბრუნების უფლება ექნება.
„გატყობინებთ, რომ ჩვენ ასეთი განაცხადი არ მიგვიღია“, – განუცხადეს სააგენტო РИА Новости-ს ორგანიზაციაში.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია აერთიანებს 13 ქვეყანას: აზერბაიჯანს, ალბანეთს, სომხეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთს, რუმინეთს, სერბეთს, თურქეთს, უკრაინას, ჩრდილოეთ მაკედონიას. ზოგიერთ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სტრუქტურას ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.
21 თებერვალს პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
24 თებერვალს ტელევიზიით მოსახლეობისადმი მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.