https://sputnik-georgia.com/20220224/turquli-medikamentebi-or-kvirashi-shemova-264735438.html
ღარიბაშვილი: თურქული მედიკამენტების პირველი პარტია ორ კვირაში შემოვა
ღარიბაშვილი: თურქული მედიკამენტების პირველი პარტია ორ კვირაში შემოვა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარება უნდა გააუმჯობესოს.
2022-02-24T11:17+0400
2022-02-24T11:17+0400
2022-02-24T14:37+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_0:93:1763:1085_1920x0_80_0_0_4885f8d8b74984ac387e51c38a685a46.jpg
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. უმაღლესი ხარისხის თურქული მედიკამენტების პირველი პარტია საქართველოში ორ კვირაში შემოვა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე.ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს მედიკამენტების აღიარებისა და რეგისტრაციის ვადების შემცირების შესაძლებლობებს. მანამდე საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგინდა წესი, რომლის თანახმად, ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებს უნდა ჰქონდეთ GMP სერტიფიკატი.GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია მედიკამენტების ფასებზე ჩივის, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამ–ოთხჯერ უფრო იაფია. ბევრი ადამიანი წამლებისთვის თურქეთში მიდის, სადაც, მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებითაც კი, მედიკამენტების შეძენა უფრო იაფი უჯდება.თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.წყარო: Rustavi 2
https://sputnik-georgia.com/20220219/saqartvelosi-sesazloa-medikamentebis-registraciis-vadebi-semcirdes-264605296.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_97:0:1666:1177_1920x0_80_0_0_e596dfd84dabbcb1741ebaa69a756469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მთავრობა მედიკამენტები თურქეთი
საქართველო მთავრობა მედიკამენტები თურქეთი
ღარიბაშვილი: თურქული მედიკამენტების პირველი პარტია ორ კვირაში შემოვა
11:17 24.02.2022 (განახლებულია: 14:37 24.02.2022) საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარება უნდა გააუმჯობესოს.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. უმაღლესი ხარისხის თურქული მედიკამენტების პირველი პარტია საქართველოში ორ კვირაში შემოვა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე.
„ეს იქნება უმაღლესი ხარისხის, GMP-სტანდარტის მედიკამენტები. ე.წ. გენერიკები, რომელიც ასევე იყო კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, კონკურენციაც იზრდება, უფრო ფართო არჩევანი ექნება ჩვენს მოსახლეობას და უფრო ნაკლებს გადაიხდიან მედიკამენტების შეძენისას“, – განაცხადა პრემიერმა.
ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს მედიკამენტების აღიარებისა და რეგისტრაციის ვადების შემცირების შესაძლებლობებს.
მანამდე საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგინდა წესი, რომლის თანახმად, ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებს უნდა ჰქონდეთ GMP სერტიფიკატი.
GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.
საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია მედიკამენტების ფასებზე ჩივის, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამ–ოთხჯერ უფრო იაფია. ბევრი ადამიანი წამლებისთვის თურქეთში მიდის, სადაც, მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებითაც კი, მედიკამენტების შეძენა უფრო იაფი უჯდება.
თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.